ცხოვრების ხელშეწყობა

ბავშვების ბუნებრივი განვითარების მხარდაჭერა

"ცხოვრების ხელშეწყობის" შესახებ

„ცხოვრების ხელშეწყობა“ იმ იდეას ეფუძნება, რომ ბავშვები ოპტიმალურად ვითარდებიან, როდესაც ისინი იზრდებიან გარემოში, რომელიც ხელს უწყობს მათ ბუნებრივ განვითარებას, და სადაც არის ზრდასრული, რომელსაც ესმის, თუ როგორ ჩართოს ისინი საჭირო აქტივობებში და შემდეგ აძლევს მათ საკმარის დროს, რათა გაიზარდონ და განვითარდნენ საკუთარი ტემპისა და რიტმის შესაბამისად.

ვებგვერდის მიზანია, მშობლებს მისცეს მკაფიო, მარტივი და პირდაპირი რჩევები, რომლებიც ადვილად გასაგები და გამოსაყენებელია.

ამჟამად ვებგვერდი დაბადებიდან სამ წლამდე ასაკის ბავშვის განვითარების თემებს ეხება, თუმცა საბოლოო მიზანია, შეეხოს ბავშვის საჭიროებებსა და მშობლის როლს მისი განვითარების მთელ გზაზე, გარდატეხის ასაკამდე.

„ცხოვრების ხელშეწყობის" რესურსები

ბროშურების, ბუკლეტებისა და DVD-დისკების სერია შეიქმნა პროექტ "ცხოვრების ხელშეწყობის" ბაზაზე. ეს მასალები სასარგებლოა როგორც მშობლებისთვის, ისევე მათთვის, ვისაც მშობელთა მხარდამჭერი ჯგუფების მართვა სურს.

ბროშურები

განვითარების ოთხი მიმართულებიდან თითოეულს: მოძრაობა, კომუნიკაცია (საუბარი), დამოუკიდებლობა და თვითდისციპლინა, ეძღვნება ცალკეული ბროშურა, რომელშიც შემოთავაზებულია ნებისმიერი მშობლისთვის ხელმისაწვდომი მარტივი ქმედებების ჩამონათვალი. მათი მეშვეობით შესაძლებელია ბავშვის განვითარების ხელშეწყობა შინ. ბროშურები მისაწვდომია ჩამოსატვირთად აღნიშნული ვებ-გვერდიდან ან შეიძლება კომპლექტში შეძენა.

ბროშურების ჩამოტვირთვა:

ბუკლეტები

განვითარების თითოეული მიმართულების: მოძრაობა, კომუნიკაცია, დამოუკიდებლობა და თვითდისციპლინა, თანმხლები ბუკლეტები გთავაზობთ უფრო ვრცელ ინფორმაციას და პრაქტიკული ქმედებების მაგალითებს ყოველდღიური ცხოვრების სხვადასხვა სიტუაციისთვის.

ვიდეოფილმები

ჩვენ ასევე გთავაზობთ მოკლე ვიდეოფილმებს, განვითარების თითოეული მიმართულების შესაბამისად: მოძრაობა, კომუნიკაცია, დამოუკიდებლობა და თვითდისციპლინა. ფილმები თვალსაჩინო დემონსტრირებაა, თუ როგორ შეიძლება გამოიყენოთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული პრინციპები და დაეხმაროთ თქვენი შვილის განვითარებას. ფილმებში ნაჩვენებია ბროშურებში აღწერილი ყველა ქმედება.

ამ მასალების შესაძენად გადადით ვებგვერდზე: https://shop.montessori-namta.org/collections/aid-to-life