მონტესორის თეორია ეფუძნება რწმენას, რომ ბავშვებს შეუძლიათ თვითგანვითარება და ისინი მიაღწევენ თავიანთ ნამდვილ პოტენციალს, როდესაც მათ დაეხმარებიან საკუთარი გზის პოვნაში, ისეთ გარემოში, რომელიც სპეციალურად მორგებულია მათ საჭიროებებზე, მათი განვითარების თითოეული ეტაპის მიხედვით.
ადამიანების უმეტესობისთვის სიტყვა „მონტესორი“ ადრეული ასაკის განათლების ასოციაციას იწვევს, თუმცა მისი არეალი მხოლოდ პატარა ბავშვებით არ შემოიფარგლება. სინამდვილეში, მონტესორის მიდგომა გვთავაზობს ბავშვებისთვის ცხოვრების წესს გარდატეხის ასაკამდე და ზრდასრულ ცხოვრებამდე. საქმე მხოლოდ სკოლაში სწავლას არ ეხება, არამედ ზოგადად ბუნებრივი განვითარების ხელშეწყობის საუკეთესო გზების გაგებასაც.
მონტესორის მეთოდს იტალიელი ექიმის, მარია მონტესორის სახელი ეწოდა, რომელმაც ბავშვებზე დაკვირვების საფუძველზე განათლებისადმი ახლებური მიდგომა შეიმუშავა. ეს მიდგომა უკვე ას წელზე მეტია არსებობს.
