შესაფერისი სამოსი დამოუკიდებლად ჩასაცმელად

ჩაცმა

This content is blocked because Video cookies have not been accepted.
Only Accept Video Cookies

ფეხსაცმლის გახდა

This content is blocked because Video cookies have not been accepted.
Only Accept Video Cookies

ფეხსაცმლის ჩაცმა

This content is blocked because Video cookies have not been accepted.
Only Accept Video Cookies

შესთავაზეთ ისეთი ტანსაცმელი, რომელსაც ბავშვი დამოუკიდებლად ადვილად ჩაიცვამს

  • ტანსაცმელი მარტივი შესაკრავებით ბავშვს მის დამოუკიდებლად ჩაცმას გაუადვილებს. მაგალითად, თავზე ჩამოსაცმელი მაისურები, ელასტიური წელზე შეკრული შარვლები, ელვაშესაკრავები, ღილაკები და ფხრიწები, რომელთა შეკვრაც თავად შეუძლია. ბაფთების და პაწაწინა ღილების შეკვრა ძალიან რთულია, როდესაც ბავშვი ეს-ესაა იწყებს დამოუკიდებლად ჩაცმას.

აჩვენეთ ბავშვს, როგორ ჩაიცვას თავად

  • ნელი მოძრაობებით და თითოეული მოქმედების მარტივ ნაბიჯებად დაყოფით აჩვენეთ თქვენს შვილს, რა უნდა გააკეთოს. ის შეგხედავთ და მოგბაძავთ.
  • მზად იყავით იმისთვის, რომ თავიდან გაუჭირდება და იწვალებს, თუმცა მხოლოდ საკუთარი ძალისხმევის გამოვლენის შედეგად ისწავლის ამის დამოუკიდებლად გაკეთებას.
  • როდესაც რამდენჯერმე ეცდება და გაღიზიანება დაეტყობა, ცოტათი დაეხმარეთ, რომ დაბრკოლება გადალახოს, თუმცა ბოლომდე არ ჩააცვათ. მიეცით საშუალება, შემდეგი ნაბიჯი დამოუკიდებლად გადადგას. ნელ-ნელა ისწავლის ყველაფრის დამოუკიდებლად გაკეთებას.

წინდის ჩაცმის დემონსტრირება

  • დაჯექით იატაკზე ფეხშიშველი, საკუთარი წინდებით ხელში.
  • „მე გაჩვენებ, როგორ უნდა ჩაიცვა წინდა“. ზოგჯერ მოუნდება, რომ გიყუროთ, ზოგჯერ - არა. პატივი ეცით მის არჩევანს.
  • თავდაპირველად ხელის ორივე ცერა თითი ჩაყავით წინდაში და შენელებულად აჩვენეთ, რომ წინდას ჭიმავთ, რათა გააფართოოთ ღიობი.
  • ფეხის თითები წინდაში ჩაყავით და ცერა თითები ამოსწიეთ.
  • წინდა ეტაპობრივად გადაიტანეთ ტერფზე და კოჭის ძვალზე, სანამ ქსოვილი მთლიანად ტერფსა და კოჭზე არ მოექცევა.
  • თუ მისი ყურადღება მიიპყარით, ახლა მისი ჯერია, მოგბაძოთ, გაიმეოროს, რაც დაინახა და სცადოს წინდის ჩაცმა.
  • ეს უნდა გააკეთოთ არა ერთხელ, არამედ მრავალჯერ კვირების ან თვეების განმავლობაში, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით.

ფეხსაცმლის ჩაცმის დემონსტრაცია

  • გახსენით შესაკრავის ფხრიწი.
  • ამოსწიეთ ფეხსაცმლის ენა.
  • გააფართოვეთ ფეხსაცმლის შიგნით არსებული სივრცე.
  • ჩადეთ ტერფი.
  • დახურეთ შესაკრავი.

მიეცით დრო

  • თქვენს შვილს უფრო მეტი დრო სჭირდება იმის გასაკეთებლად, რასაც თქვენ იოლად აკეთებთ, რადგან ის ახლა სწავლობს საკუთარი სხეულის კონტროლს. მიეცით საკმარისი დრო, რომ თავად იმუშაოს ამაზე.