რით განსხვავდება მონტესორი?

ჭეშმარიტი სხვაობები
ბავშვების ფუნდამენტური შესაძლებლობების ჩამოყალიბებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს სიცოცხლის პირველ წლებში - არა მხოლოდ აკადემიურ სწავლებას, არამედ კონცენტრირების, შეუპოვრობისა და დამოუკიდებლად აზროვნების უნარს, ასევე სხვებთან კომუნიკაციის უნარს. ბავშვები, რომლებსაც ამ საბაზისო წლებში სწორი მხარდაჭერა აქვთ, იზრდებიან თავდაჯერებულ, მოტივირებულ და სწავლის მოყვარულ ზრდასრულებად, შეუძლიათ მოქნილად და შემოქმედებითად აზროვნება, აცნობიერებენ სხვების საჭიროებებს და მთელი ცხოვრების განმავლობაში ქმნიან ჰარმონიას ყველგან, სადაც არიან.
ტრადიციული განათლება და მონტესორის სისტემა
ტრადიციულ განათლებაში უფროსები წყვეტენ, რა უნდა ისწავლონ ბავშვებმა და ინფორმაციის შენახვისა და რეპროდუცირების უნარი აკადემიური წარმატების საზომად გამოიყენება. მასწავლებელი ინფორმაციის აქტიური მიმწოდებელია, ბავშვები კი - პასიური მიმღებები.
მონტესორის მიდგომის მიხედვით, ყველაფერი ბავშვის აქტივობაზეა დამოკიდებული. მასწავლებელი სხვა როლს ასრულებს, კერძოდ, ქმნის შესაბამის გარემოს, სადაც ბავშვებმა თავად უნდა შეძლონ ორიენტირება და შეთავაზებულიდან იპოვონ ის, რაც სჭირდებათ. შემდეგ ბავშვები აქტიურ მოსწავლეებად იქცევიან და შეუძლიათ საკუთარი უნიკალური პოტენციალის გამოვლენა, რადგან ისინი სწავლობენ საკუთარი ტემპისა და რიტმის მიხედვით, ეყრდნობიან საკუთარ, კონკრეტულ განვითარების საჭიროებებს ცხოვრების გარკვეულ მომენტში.
მონტესორის მიდგომა ითვალისწინებს- გარემოს რომელიც ემსახურება ბავშვის განვითარების თითოეული ეტაპის კონკრეტულ საჭიროებებს
- ზრდასრულს რომელსაც ესმის ბავშვის განვითარების პრინციპები და ბავშვებისთვის არის როგორც მეგზური, გიდი, რომელიც ეხმარება მას საკუთარი ბუნებრივი გზის პოვნაში.
- თავისუფლებას ჩაერთონ ბავშვები საკუთარ განვითარებაში, მათივე კონკრეტული განვითარების გრაფიკის შესაბამისად.