საუბრის წარმართვა

მოამზადეთ ენობრივი გარემო დეტალიზაციის მაღალი ხარისხით
- თქვენ და სხვა ზრდასრულები, რომლებითაც გარემოცულია ბავშვი, ქმნით მის ენობრივ გარემოს. დარწმუნდით, რომ ყველას, ვინც მონაწილეობს მის ცხოვრებაში, ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია მუდმივად გამომხატველად მეტყველება, მდიდარი ლექსიკით და დეტალიზაციით.
- დარწმუნდით, რომ ყველას, ვინც ატარებს ბავშვთან დროს, ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ძალისხმევის აღნიშვნა და წახალისება, როცა ბავშვი სიტყვებს წარმოთქვამს და ურთიერთობს. ის მთელი ძალით ცდილობს და თუ ზრდასრულები გამოეხმაურებიან, განაგრძობს მცდელობებს, თუმცა თუ ვერავინ შენიშნავს მის შრომას, შეიძლება იგრძნოს, რომ ამაოდ ირჯება და შეწყვიტოს მცდელობები.
დაეხმარეთ ბავშვს, დაამყაროს კავშირი ენობრივ მრავალფეროვნებასთან, მიღებული ყოველდღიური გამოცდილების მეშვეობით
- ყოველი ნივთი, რომელიც გამოიყენება ბანაობისთვის, დალაგებისთვის, საკვების მოსამზადებლად, ჩასაცმელად და ოჯახის ცხოვრებისთვის - ეს ახალი სიტყვებია. რომლებსაც თქვენი შვილი სწავლობს. როდესაც უსახელებთ ობიექტებს, თან უხსნით მათ ფუნქციებს. მაგალითად, არსებობს საბავშვო, სუფრის, სერვირების, საზომი და ჩაის კოვზები. დარწმუნდით, რომ იყენებთ მსგავს სიტყვებს და ყველა ამ კოვზს უბრალოდ კოვზს არ უწოდებთ. ნუ იღელვებთ იმაზე, რომ ეს სიტყვები ზედმეტად რთული იქნება ბავშვისთვის. მისთვის ამ სიტყვების მთელი მრავალფეროვნება შეიძენს აზრს, როცა მისი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდება და მის ლექსიკას გაამდიდრებს.
- ისაუბრეთ გრამატიკულად სწორად და სრული წინადადებებით. თქვენი მეტყველებით მიეცით კარგი მაგალითი ბავშვს, რათა მან იცოდეს, როგორ გამოხატოს აზრი მკაფიოდ და ყველასთვის გასაგებად.
გამოყავით დრო საუბრებისთვის
- მოთმინებით უნდა დაელოდოთ იმ მომენტს, როცა დიალოგი შესაძლებელი გახდება. სიტყვები, რომლებიც ესმის თქვენს შვილს, ყოველთვის იმაზე მეტი იქნება, რასაც ის იყენებს. შეგიძლიათ სთხოვოთ, წავიდეს და თავისი ფეხსაცმელი მოიტანოს, ისიც სწრაფად გაიქცევა და მოიტანს. და ეს იქნება ბევრად ადრე იქამდე, ვიდრე ის შეძლებს ფეხსაცმლის ხელში აღებას და თქმას: "დედა, ჩემი ფეხსაცმელი ვიპოვე". მოთმინებით უნდა აღიჭურვოთ, რომ თავდაპირველად უბრალოდ ცალმხრივი საუბარი წარმართოთ და გაიგოთ ისიც, თუ რის თქმას ცდილობს პატარა.
