ამბების კითხვა და სიმღერა

This content is blocked because Video cookies have not been accepted.
Only Accept Video Cookies

შექმენით ამბებითა და სიმღერებით სავსე სამყარო

  • ამ ასაკში ბავშვებს უყვართ, როცა ერთი და იგივე წიგნს ხელახლა უკითხავენ, ამიტომ ისეთი წიგნები აარჩიეთ, რომლების საათობით გადაფურცვლა შეიძლება და ამ დროს არ დაზიანდება. წიგნები სქელი ფურცლებით, სქელი მუყაოსგან, ქსოვილისგან ან ვინილისგან დამზადებული, თქვენი ბავშვის ხელების ზომას რომ მოერგება.
  • იპოვეთ წიგნები, რომლებშიც საყოფაცხოვრებო საგნების, ქმედებების და მოვლენების ამსახველი მარტივი ნახატებია.
  • მოძებნეთ წიგნები მარტივი ამბებით და გვერდზე თითო სტრიქონით.
  • მოძებნეთ ახალ-ახალი ლექსები და სიმღერები, რომ მუდმივად წაუმღეროთ თქვენს შვილს.

დაეხმარეთ ბავშვს, დაამყაროს კავშირი ამბებთან და სიმღერებთან

  • ყოველდღე უკითხეთ. კვლევები უჩვენებს, რომ იმ ბავშვებს, რომლებსაც მშობლები ხმამაღლა უკითხავენ დღეში თუნდაც 10-20 წუთი, გაცილებით დიდი შანსი აქვთ, კარგი მკითხველები გახდნენ მომავალში.
  • განაგრძეთ იმ ლექსების კითხვა და სიმღერების შესრულება, რომლებიც ზეპირად იცით. დროდადრო ახლებიც დაამატეთ.

გამონახეთ დრო, რომ ბავშვთან ერთად იკითხოთ და იმღეროთ

  • სიმღერა და კითხვა აქციეთ ძილისთვის მოსამზადებელი პროცედურების ნაწილად ან იმ დროდ, როცა მშვიდად შეგიძლიათ მასთან ერთად ჯდომა.

სიმღერის ნიმუში, რომელიც ამ ასაკში შეგიძლიათ ბავშვთან ერთად იმღეროთ

- ჩიტო, ჩიტო ნაცარა,
ვის უგალობ, ვისა?
- შენ გიგალობ, პატარავ,
დილა მშვიდობისა!
- მზეო, მზეო, ცხრათვალა,
ვის უცინი, ვისა?
- გაიღვიძე პატარავ,
დილა მშვიდობისა!
- პაწაწინა ყვავილო,
რად გაშალე კვირტი?
- შენთვის მინდა პატარავ,
აბა, დამაკვირდი!
- მეც ახლავე ავდგები,
და დავიბან პირსა,
ყველას მივესალმები:
- დილა მშვიდობისა.

/მაყვალა მრევლიშვილი/