ტუალეტით დამოუკიდებლად სარგებლობისთვის მომზადება

შექმენით პირობები, რომელშიც ბავშვი უკეთ გააცნობიერებს თავისი ორგანიზმის ფუნქციებს

  • დაბადებიდანვე გამოიყენეთ ნაჭრის საფენები. როდესაც თქვენი შვილი ნაჭრის საფენებს ატარებს, ეს მას ბევრად უფრო სწრაფად ეხმარება იმის გაცნობიერებაში, რომ დასველდა, ვიდრე ერთჯერადი საფენების გამოყენებისას, რომლებიც სპეციალურად ისეა დამზადებული, რომ თქვენს შვილს დიდი ხნის განმავლობაში სიმშრალის შეგრძნება ჰქონდეს, მაშინაც კი, როცა დასველებულია.
  • როდესაც თქვენი შვილი ნაჭრის საფენებს ატარებს, ის სწრაფად ეცნობა ისეთ შეგრძნებებს, როგორიცაა შარდის გამოყოფის სურვილი, რასაც მოჰყვება სველი მდგომარეობის შეგრძნება. ეს მალევე დაეხმარება, გონებაში ეს ორი შეგრძნება ერთმანეთს დაუკავშიროს. სხეულის ბუნებრივი რეაქცია შარდის ბუშტში მიმდინარე პროცესების შედეგზე, ბავშვს დაეხმარება, ეს პროცესი გაცილებით სწრაფად გააკონტროლოს.

დაეხმარეთ ბავშვს მისი ორგანიზმის ფუნქციებთან კავშირის დამყარებაში

  • სველი საფენი მაშინვე გამოუცვალეთ, როგორც კი შენიშნავთ, რომ ის დასველდა და ამ პროცესში ესაუბრეთ ბავშვს თქვენს ქმედებებზე, რათა თანდათან გააცნობიეროს, რომ საფენის სისველე მისი სხეულიდან მოდის.

მიეცით დრო

  • გარკვეული დროის შემდეგ თქვენი ბავშვი დაიწყებს იმის გაცნობიერებას, რომ დასველდა.