ამბების კითხვა და სიმღერა

შექმენით ამბებით და სიმღერებით სავსე სამყარო

  • მოაწყვეთ ადგილები წიგნებისთვის მთელ სახლში, მაგალითად, კალათა მისაღებ ოთახში და თარო საძინებელში. ბავშვებს უფრო იზიდავთ წიგნი, თუ მის ყდას ხედავენ და არა მხოლოდ ყუას.
  • რამდენიმე წიგნი მოათავსეთ თაროზე, ყდა რომ წინიდან ჩანდეს, სხვები კი კარადაში შეინახეთ და მისაწვდომი წიგნები ცვალეთ ხოლმე (თუმცა მისი საყვარელი წიგნები სულ გამოსაჩენად იდოს). თუ ყველა წიგნი თაროზეა, მან შეიძლება ყველა ჩამოიღოს, რომ სასურველი იპოვოს.
  • ყოველთვის თან ატარეთ წიგნები, რომ იკითხოთ, სანამ ექიმთან ზიხართ რიგში, მანქანაში სტომატოლოგთან.

დეახმარეთ ბავშვს, დაამყაროს კავშირი ამბებთან და სიმღერებთან

  • გააცანით მოკლე ამბები, რომლებშიც არის კავშირი მიზეზსა და შედეგთან ან აღწერილია პრობლემა, რომელიც უნდა გადაილახოს. თქვენი დახმარებით ბავშვი ისწავლის წიგნებზე საუბარს.
  • წიგნები დაგეხმარებათ გამოცდილებისთვის მომზადებაში. მაგალითად, მეორე შვილის დაბადებამდე, წაუკითხეთ თქვენს პირმშოს წიგნი ბავშვის დაბადების შესახებ. შეარჩიეთ ასაკის შესაბამისი შინაარსი. ამ ასაკში ის ადვილად აღიქვამს შიშებისა და გრძნობების შესახებ ამბებს. მას შეუძლია, ამბებში აღწერილი მოვლენები საკუთარ გამოცდილებასთან დააკავშიროს. კვლავ მოერიდეთ ამ დროს ზღაპრებსა და ფანტასტიკურ ამბებს. რეალური სამყარო ახლა საკმარისია მისთვის, თქვენი ბავშვობის საყვარელი ამბების დრო კი მოგვიანებითაც მოვა.
  • ამ მომენტისთვის ის შეძლებს საყვარელი წიგნებიდან ფრაზებისა და სიტყვების წარმოთქმას. შეეძლება დატკბეს წიგნებით, რომლებიც ქმნიან წარმოდგენას თვლაზე, ფერებსა და საპირისპირო ცნებებზე. წიგნმა შეიძლება გააცნოს ახალი სიტყვები, თუმცა ნუ შეცვლით წიგნებით გამოცდილებას. ზოოპარკის მონახულება უკეთესია, ვიდრე წიგნის კითხვა ზოოპარკის ცხოველებზე.
  • განაგრძეთ ახალი სიმღერებისა და ლექსების დამატება. იმღერეთ ყოველდღე, მთელი დღის განმავლობაში და იმღერეთ ნელა. როდესაც თქვენი ბავშვი მღერის, ის სიტყვებსა და წინადადებებს გონებაში იმაზე ადრე ალაგებს, ვიდრე სიტყვების წარმოთქმას დაიწყებს. განაგრძეთ სიმღერა მანამ, სანამ ის სიამოვნებას იღებს ამ გამოცდილებით. ბავშვი, რომელსაც უმღერიან, სწრაფად იწყებს სიტყვების მნიშვნელობის გაგებას და გამოყენებას. როცა თავად მღერის, მას სიამოვნებს საკუთარი ხმის და ჟღერადობის შეგრძნება.
  • წაიკითხეთ საბავშვო ლექსები, რათა გაარკვიოთ, რომელ ლექსებზე რეაგირებს თქვენი შვილი. დაიმახსოვრეთ ისინი, რათა შემდეგ ერთად დატკბეთ მათი წარმოთქმით. ის სიტყვებისადმი ცოცხალ ინტერესს გამოავლენს, სწრაფად დაიმახსოვრებს ლექსებს და ითამაშებს სიტყვებით.
  • თქვენი შვილის ინტერესებმა შეიძლება განსაზღვროს წიგნის არჩევანი. კითხვისას დასვით შეკითხვები სურათებთან დაკავშირებით. გააფართოვეთ ტექსტი და პერსონალური გახადეთ. „გახსოვს, როდესაც სეირნობისას ოქროსფერი რეტრივერი დავინახეთ?“ ახალი სიტყვების შემოღებითა და გამეორებით, თქვენს შვილს დამატებით შესაძლებლობას აძლევთ, ისწავლოს ისინი. გაახანგრძლივეთ ეს ინტერაქცია და მიეცით თქვენს შვილს საშუალება, თავად გამოიჩინოს ინიციატივა.

გამოყავით დრო, რომ ბავშვთან ერთად იკითხოთ და იმღეროთ

  • დაე კვლავ დარჩეს ერთად კითხვა და სიმღერა თქვენი შვილის ყოველდღიური განრიგის ნაწილად. ერთობლივად კითხვა და სიმღერა ბავშვისთვის ისეთივე გასართობია, როგორც სათამაშოებით თამაში. თქვენი და თქვენი შვილის ცხოვრება სავსე უნდა იყოს სიმღერებითა და წიგნებით, რომელთა ერთად მოსმენაც დღის განმავლობაში ნებისმიერ თავისუფალ დროს იქნება შესაძლებელი.