საუბრის წარმართვა

მოამზადეთ გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ლექსიკის გამდიდრებას

  • იარეთ სხვადასხვა ადგილას, რომ მისი ენა გაამდიდროთ: ზოოპარკში, სკვერში, სათამაშო მოედანზე, მეზობელ სახლში, ავტოსამრეცხაოზე, სუპერმარკეტში, ბიბლიოთეკაში და ა.შ. გზად მან შეიძლება დაინახოს გაჩერების აბრა, გადასასვლელი, მუხა, ბაბუაწვერა, სატვირთო მანქანა, ბორდიური და ა.შ.

უჩვენეთ ბავშვს ენის გამდიდრების შესაძლებლობები

  • დაუსვით ღია შეკითხვები, რომლებიც საუბარს გამოიწვევს, მაგალითად: "როგორ ჩამოვარდი სასრიალოდან?" ან "რა გაუხარდა პაპას ასე ძალიან?" შეკითხვები, რომლებიც შეიცავს სიტყვებს, "რა", "როდის" და "სად", ხელს უწყობს მას იმის გაგებაში, როგორ დასვას შეკითხვები და წარმართოს უფრო ხანგრძლივი საუბარი.
  • ნუ მოგერიდებათ სპეციფიკური ენის გამოყენების თქვენი ინტერესის ან პროფესიის სფეროდან. ბიოლოგიის, მუსიკის, მეცნიერების, მათემატიკის და მედიცინის ენა იზიდავს პატარა ბავშვს. როგორც კი იგებს ამბავს ისეთ კატეგორიაზე, როგორიცაა "ფრინველები", მას მოეწონება სიტყვები, როგორებიცაა: "თოლია", "შაშვი", "ბეღურა".
  • უამბეთ ცხოვრებისეული ამბები, არა მხოლოდ წიგნებიდან. მარტივი ამბები ძილის წინ, დღის მოვლენების შესახებ. თქვენს შვილს მოეწონება დეტალები. "შენ გაიღვიძე, ჩაიცვი მწვანე შარვალი და დინოზავრიანი პერანგი, გაიხეხე კბილები, და..."
  • წაახალისეთ ბავშვი, მოყვეს ამბებს. "როცა პლაჟზე იყავი, მოგწონდა ტალღებთან თამაში. ტალღის ქიმები ქაფიანი იყო. გახსოვს, რა მოხდა შემდეგ?" შეგიძლიათ გამოიყენოთ ფოტოები, რომ ბავშვს დაეხმაროთ და უბიძგოთ, მისი ცხოვრებისეული ამბები მოყვეს.

გამოყავით დრო საუბრებისთვის

  • ორიდან სამ წლამდე თქვენი შვილი მზადაა, მიიღოს გამოცდილება სახლის გარეთ. გამოყავით დრო შორიახლოს სასეირნოდ, სოციალური გამოცდილების შესაძენად. რაც უფრო თავისუფლად შეეძლება თვითგამოხატვა, მით უფრო ხანგრძლივი საუბრები ექნება. ისწავლის, როგორ მოითხოვოს ის, რაც სურს და თავდაჯერებულად შეხვდეს ახალ ადამიანებს. შეიძლება გაუჩნდეს განსაკუთრებული ინტერესები, მაგალითად, გაიტაცოს მანქანებმა, ხილმა, ფრინველებმა ან ყვავილებმა. ჩვენი შვილები გავლენას ახდენენ ჩვენს ინტერესებზე და როდესაც ჩვენ ნამდვილად ვუსმენთ მათ საჭიროებებს, ეს ჩვენთვისაც შესაძლებლობაა, გავიზარდოთ და მეტი ახალი შევიტყოთ მისი ინტერესის სფეროს შესახებ.