სათამაშოები მოძრაობის წასახალისებლად
მოაწყვეთ გარემო, რომელიც წაახალისებს თქვენს შვილს, რომ იხოხოს
- ახლა, როცა ბავშვი მეტ დროს ატარებს ხალიჩაზე, შესთავაზეთ რეზინის ან ხის ბურთები, რომლებიც უფრო სწრაფად გორავს, ვიდრე ქსოვილის, დაახლოებით - ბორბლებიანი მანქანებივით.
წაახალისეთ, მისწვდეს მათ
- ნივთები ცოტა უფრო მოშორებით განათავსეთ, რომ იძულებული გახდეს, წინ გაიჭიმოს და იხოხოს, რათა მათ მისწვდეს.
მიეცით დრო
- წაახალისეთ, დამოუკიდებლად გადაადგილდეს სათამაშოსკენ. ნუ აჰყვებით ცდუნებას, ნუ შეაწყვეტინებთ მცდელობებს და ნუ ჩაუდებთ ხელში სათამაშოს. თუ თავად გამოიჩენს ძალისხმევას, ხოხვას ისწავლის.
