სამოძრაო მატრასი

მოაწყვეთ ადგილი, სადაც თავისუფლად შეიძლება თამაში

  • იატაკზე ნებისმიერ ადგილას, სადაც ბავშვს უყვარს დროის გატარება, მოათავსეთ თხელი მატრასი ან ხალიჩა. ეს მატრასი უფრო ნეიტრალური ფერის უნდა იყოს, ვიდრე მკვეთრი ან ორნამენტებიანი. ეს ბავშვს მისცემს საშუალებას, უკეთ დაინახოს ნივთები, რომლებსაც მასზე დააწყობთ.

უჩვენეთ ბავშვს, როგორ გამოიყენოს ის

  • ხანდახან შეგიძლიათ უბრალოდ ზურგზე დააწვინოთ ბავშვი, რომ ფეხები იქნიოს. არ დაგავიწყდეთ მისი მუცელზე დაწვენა ყოველდღე, გარკვეული დროით. მუცელზე წოლისას, მუცელზე დაყრდნობილი, ის ტანის ზედა ნაწილს გაიმყარებს.

მიეცით დრო

  • მიეცით ბავშვს დრო, ამ მოძრაობებში მინიმუმ 10 წუთი ივარჯიშოს, სანამ არ მიგანიშნებთ, რომ უკვე საკმარისია. დააკვირდით მის მოძრაობებს და დარწმუნდით, რომ ის ძალისხმევას იჩენს, მხოლოდ ამის შემდეგ აიყვანეთ ხელში ან გადააბრუნეთ მეორე მხარეს.