ამბების თხრობა და სიმღერა

შექმენით ამბებითა და სიმღერებით სავსე სამყარო
- ბავშვის ცხოვრებაში წიგნების ჩართვა ჯერ კიდევ მანამდე შეგიძლიათ, ვიდრე იფიქრებთ, რომ მას უკვე შეუძლია ნახატების დათვალიერება ან სიტყვების გაგება. მოაწყვეთ წიგნების თარო მის ოთახში და იპოვეთ მოხერხებული სავარძელი, რომ დაბადებიდან უკითხოთ.
- მოძებნეთ წიგნები ამბებით, რომლებიც რეალურად შეიძლება მოხდეს თქვენი შვილის ცხოვრებაში - ამბები ოჯახზე და ყოველდღიურ ცხოვრებაზე.
- შეარჩიეთ წიგნები, რომლებშიც არის დიდი, მარტივი ნახატები ან მკვეთრი ილუსტრაციები კონტრასტულ ფონზე.
- მოძებნეთ წიგნები, რომლებშიც სიტყვები, ფრაზები ან მარტივი წინადადებები მეორდება, რათა ბავშვის ყურადღება მიიპყროთ.
- მოძებნეთ ისეთი წიგნები, რომლებშიც არ არის სიტყვები, ან წიგნები ერთი დიდი ნახატით და ერთი სიტყვით ფურცელზე.
დაეხმარეთ ბავშვს, უკეთ დაამყაროს კავშირი ამბებთან და სიმღერებთან
- ყოველდღე უკითხეთ ბავშვს, კვლევებმა აჩვენა, რომ ის ბავშვები, რომლებსაც მშობლები თუნდაც 10-20 წუთი უკითხავდნენ ყოველდღე, გაცილებით დიდი ალბათობით ხდებიან კარგი მკითხველები.
- წაუკითხეთ ლექსები და უმღერეთ სიმღერები, რომლებიც ზეპირად გახსოვთ. თუ არ იცით ლექსები და სიმღერები, იყიდეთ რომელიმე პოპულარული დისკი და მოუსმინეთ. თავიდან შეიძლება უბრალოდ აჰყვეთ დისკზე სიმღერებს, მალე აღარც დაგჭირდებათ. გახსოვდეთ, CD ვერ შეცვლის თქვენს ხმას.
გამონახეთ დრო თქვენს შვილთან საკითხავად და სამღერად
- აქციეთ კითხვა და სიმღერა ძილისთვის მოსამზადებელი პროცედურების ნაწილად ან უბრალოდ დროდ, როცა შეგიძლიათ ერთად მშვიდად ისხდეთ.
სიმღერისა და ძილისპირულის ნიმუში ამ ასაკის ბავშვისთვის
იავნანა
დაიძინე, გენაცვალე,
იავ ნანინაო.
ჯერ არ გათენებულაო,
იავ ნანინაო.
ნანას გეტყვი ძილისთვინა,
შენი მოსვენებისთვინა.
იამა გშობა გულითა,
ვარდმა გაგზარდა ლხენითა!
შენს დაქალებას მომასწრებს
მე ღვთისმშობელიო.
დელია ნანა ქალასაო,
ანგელოზის ცალასაო!
ძილი მოდის თვალასაო,
დელია ნანა ნანაო!
დიძინე, გენაცვალე,
იავ ნანინაო.
კიკლი-კიკლი
კიკლი-კიკლი, კიბესა,
ყურცქვიტების ციხესა
ბაჭიები სკუპიან,
მელა კბილებს ილესავს:
- სტაფილო მაქვს ჩანთითო,
აბა, ჩამობრძანდითო!
- არ ჩამოვალთ, არაო,
მელა მატყუარაო!
/მაყვალა მრევლიშვილი/