რა უშლის ხელს თავისუფალ მოძრაობას
შექმენით გარემო, სადაც არ იქნება დაბრკოლებები ბავშვის თავისუფლად მოძრაობისთვის
ნებისმიერი აღჭურვილობა, რომელიც ზღუდავს ან ხელს უშლის თქვენი შვილის მოძრაობას, დაბრკოლებაა მისი განვითარებისთვის. ისინი მას აძლევენ საშუალებას, იჯდეს, იდგეს, იაროს ან იხტუნოს ისე, რომ თავად ამისათვის არავითარი ძალისხმევა არ გამოიჩინოს.
- მანეჟი ბავშვს აძლევს საშუალებას იმოძრაოს მხოლოდ მეტრ-ნახევრის ფარგლებში ან ნაკლების, თუ ის სავსეა სათამაშოებით.
- ჭოჭინები და ვოლქერები ბავშვებს აძლევს საშუალებას იმაზე ადრე იარონ, ვიდრე ამისთვის თავად იქნებიან მზად, და ხელს უშლის მათ სტიმულს, ივარჯიშონ მოძრაობაში, ისწავლონ ხოხვა და შემდეგ - სიარული.
- საბავშვო გასართობი ცენტრები, სადაც ბავშვი არ მოძრაობს, არამედ ვერტიკალურ მდგომარეობაშია მოთავსებული, გარშემორტყმული დაფიქსირებული პლასტმასის სათამაშოებით, არ აძლევს ბავშვს საშყალებას, იმოძრაოს, ივარჯიშოს მოძრაობაში.
- ჯამფერები ბავშვებს მანამდე უქმნიან ხტომის ჩვევას, ვიდრე ის მოასწრებს ამისთვის საჭირო მსხვილი მოტორიკის უნარების განვითარებას. მას შეიძლება მოეწონოს ეს გამოცდილება, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი წუთი, რომელსაც ის სახტუნაოში ატარებს, არის წუთი არათავისუფალი მოძრაობისა.
- იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ შეამციროთ ის დრო, რომელსაც ბავშვი ავტომანქანაში საბავშვო სავარძელში ატარებს, უსაფრთხოების ღვედებით შებოჭილი.
