საუბრის წარმართვა

მოამზადეთ გარემო, რომელშიც თქვენს შვილს მოუსმენენ და უპასუხებენ
- თქვენი შვილის ცხოვრებაში სულ უფრო მეტი ადამიანი გამოჩნდება. გახსოვდეთ, რომ ყოველი ახალი ზრდასრული გავლენას ახდენს მისი მეტყველების განვითარებაზე ისევე, როგორც თქვენ. დარწმუნდით, რომ ყველა, ვინც მის ცხოვრებაში მონაწილეობს, აცნობიერებს, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვთან მდიდარი ლექსიკით და მკაფიოდ მეტყველება.
- დარწმუნდით, რომ ყველას, ვისთანაც ატარებს ბავშვი დროს, ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვის ძალისხმევის აღნიშვნა, როცა ის სიტყვებს წარმოთქვამს და ურთიერთობს. ის ყველანაირად ცდილობს და როდესაც ზრდასრულთა მხრიდან ამას საპასუხო რეაქცია მოჰყვება, განაგრძობს მცდელობებს, თუმცა თუ არავინ ამჩნევს მის შრომას, მან შეიძლება იგრძნოს, რომ მისი ძალისხმევა ამაოა და შეწყვიტოს ცდა.
მხარი დაუჭირეთ ბავშვს "ენობრივი აფეთქების" პერიოდში
- დაასახელეთ საგნები, რომლებიც მთელ სახლშია განთავსებული: სამზარეულოში, სააბაზანოში, საძინებელში და ა.შ. გამოიყენეთ მართებული სიტყვები და არა მხოლოდ ზოგადი, არამედ კონკრეტულიც, მაგალითად, "ნივრის საჭყლეტი" და "საშხაპე ფარდა".
- თუ ბავშვი ამბობს "პასგეტი", უპასუხეთ სწორი სახელწოდების გამოყენებით: "დიახ, ვახშმად სპაგეტი გვაქვს". ნუ გაიმეორებთ შეცდომით წარმოთქმულ სიტყვებს და ნუ აქცევთ მათ ოჯახურ ხუმრობებად. როდესაც ფრაზას სიტყვის სწორი ფორმის გამოყენებით იმეორებთ ან განაგრძობთ საუბარს, იმავდროულად, ასე ეხმარებით ბავშვს გაიგოს და დაიხსომოს სიტყვების სწორი მნიშვნელობები და მათი გამოყენების საშუალებები.
- იმ მომენტში, როცა თქვენი შვილი დაახლოებით 50 სიტყვას აითვისებს, 2-3-სიტყვიანი წინადადებების შედგენას დაიწყებს, როგორც წესი, სწორი მიმდევრობით, მაგალითად, "კიდევ მინდა წვენი". უპასუხეთ სრული წინადადებებით: "კი, შენ შეგიძლია კიდევ წვენის დალევა".
- ნუ შეუსწორებთ, როცა გრამატიკის რაიმე წესს დაარღვევს, რომელიც გამონაკლისებში შედის. ეს ნიშნავს, რომ მას ესმის ზოგადი წესები, თუმცა ჯერ კიდევ ვერ გაიგო, რომ ეს სიტყვა გამონაკლისია. საუბრის წარმართვა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე შეცდომებზე მითითება.
- განზოგადების მეორე მაგალითია, მაგალითად: ყველა კაცი - მამაა, ხოლო ყველა ოთხფეხა ცხოველი - ძაღლი. აზრობრივად ის ფაქტობრივად აჯგუფებს ობიექტებს იმ კატეგორიებად, რომლებიც უკვე ჩამოყალიბებული აქვს. შეგიძლიათ ამ ეტაპზე მხარი დაუჭიროთ, მისცეთ კონკრეტული დავალებები, რომ საგნები დააჯგუფოს: კოვზები ჩანგლებისგან გამოაცალკევოს, დიდი წიგნები - პატარებისგან, პერანგები - შარვლებისგან.
გამოყავით დრო, რომ მოუსმინოთ და უპასუხოთ
- სულ უფრო მეტი სიტყვა გამოიყენეთ, რომ თქვენმა შვილმა განაგრძოს ამ სიტყვების თავისებური გაგების განვითარება. როცა პოულობთ დროს, რომ თქვენს შვილთან ისაუბროთ და მოუსმინოთ, ეს მას ურთიერთობის სტიმულს აძლევს.

