ჩართეთ თქვენი შვილი საკვების მომზადების პროცესში

This content is blocked because Video cookies have not been accepted.
Only Accept Video Cookies
This content is blocked because Video cookies have not been accepted.
Only Accept Video Cookies

ბავშვებს უფრო უჩნდებათ ინტერესი საკვების მიმართ, როცა მისი მომზადების პროცესში არიან ჩართული.

სამზარეულო ისე მოაწყვეთ, რომ ბავშვისთვის მოსახერხებელი იყოს იქ მოძრაობა

  • მოამზადეთ ბავშვისთვის განკუთვნილი ჭურჭელი - ჭიქები, ჯამები, დანები, ჩანგლები, კოვზები, დოქები და ა.შ.
  • მოათავსეთ ეს ნივთები საკმარისად დაბლა, რათა თქვენს შვილს დამოუკიდებლად შეეძლოს მიწვდომა და კარის გაღებაც ადვილად შეძლოს.
  • მოძებნეთ ბავშვისთვის მყარი, მსუბუქი სკამი, რომელსაც ადვილად გადაიტანს ადგილიდან ადგილზე და რომელიც სამუშაო ზედაპირებთან წვდომის საშუალებას მისცემს.

უჩვენეთ ბავშვს, როგორ მზადდება საჭმელი

  • თქვენს შვილს შეუძლია წვლილი შეიტანოს კერძების მომზადებაში, ისეთი მარტივი დავალებების შესრულებით, როგორიცაა კარტოფილის ან სტაფილოს გაფცქვნა, ან ბანანის დაჭრა ბავშვის ზომის აღჭურვილობების გამოყენებით.
  • ნელი მოძრაობებით აჩვენეთ, თუ როგორ უნდა შეასრულოს ესა თუ ის დავალება და უფრო რთული მოძრაობები მარტივ ეტაპებად დაყავით, რათა თქვენმა შვილმა კარგად დაინახოს, რა უნდა გააკეთოს.
  • როდესაც დაასრულებს, ასევე აჩვენეთ, როგორ გარეცხოს გამოყენებული ნივთები და დააბრუნოს ისინი კარადაში მათთვის განკუთვნილ ადგილას.

დაუთმეთ დრო

  • თქვენი შვილი თქვენი ტემპით ვერ იმუშავებს, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ის ამას იმისთვის აკეთებს, რომ ჩაერთოს პროცესში და მონაწილეობა მიიღოს. სანამ ის ერთ კარტოფილს გაასუფთავებს, თქვენ ალბათ, 6-ს მოასწრებთ, თუ გინდათ, რომ გონივრულ დროს მიირთვათ.