აქტივობების ნიმუშები

This content is blocked because Video cookies have not been accepted.
Only Accept Video Cookies
მაგიდის გადაწმენდა:
  • დაბალ თაროზე შეინახეთ საჭირო ნივთები: პატარა ფლანელის ტილოები და კალათა ან რაღაც სხვა სათავსო, სადაც გაწმენდის შემდეგ ჭუჭყიანი ტილოების მოთავსება იქნება შესაძლებელი.
  • რაც შეიძლება ნაკლები ილაპარაკეთ. საუბრისას ის თქვენს პირს უყურებს, თქვენ კი გსურთ, რომ თქვენს ხელებს უყუროს და გაიმეოროს.
  • მოძებნეთ გადასაწმენდი მაგიდა და მის დონეზე დადექით.
  • აჩვენეთ, როგორ გამოიყენოს ტილო, მარცხნიდან მარჯვნივ ნელი მოძრაობებით.
  • თუ ის თქვენს ყურებას შეწყვეტს, კვლავ მიიპყარით მისი ყურადღება და აჩვენეთ, როგორ გაჭუჭყიანდა ტილო, მტვრიანი ზედაპირის გაწმენდის შემდეგ.
  • დიდხანს ვერ შეძლებს ყურებას, ამიტომ როგორც კი მოადუნებს ყურადღებას, თავად მიეცით ტილო.
  • ჭუჭყიანი ტილო კალათაში მოათავსეთ.
  • შესთავაზეთ მაგიდის გაწმენდა.
  • დარჩით მასთან. არ შეაწყვეტინოთ, არ გააკეთოთ კომენტარი ან შეუსწოროთ. მიეცით საშუალება, იმუშაოს თავისი ტემპით, რამდენ ხანსაც სურს.

როგორც კი ერთ აქტივობას წარმატებით შეასრულებთ, შეგიძლიათ სხვა აქტივობებისთვისაც მოამზადოთ, თანმიმდევრულად. თუ თქვენს შვილს მშვიდად შეუძლია ჯდომა მისთვის შესაფერის სკამზე, მიეცით პატარა თასი ცოტა წყლით, კარტოფილით და სუფთა ჯაგრისით. აჩვენეთ, როგორ გაასუფთავოს კარტოფილი ჯაგრისით და შემდეგ დაუბრუნდით საჭმლის მომზადებას, თან თვალყური ადევნეთ მის პროგრესს. თუ თქვენი შვილი ამ კარტოფილს „დაასრულებს“, შეგიძლიათ შეცვალოთ იგი ახლით.

ასევე შეგიძლიათ მას აჩვენოთ, როგორ:
  • გარეცხოს მარწყვი წყლით სავსე თასში
  • გაასუფთავოს ბარდა
  • დაკუწოს სალათის ფურცლები
  • პატარა სუფრის დანით გაასუფთავოს და დაჭრას ბანანი
  • გაფცქვნას მანდარინი
  • ათქვიფოს კვერცხი პატარა, მისი ზომის სათქვეფით, სანამ თქვენ დიდი სათქვეფით მუშაობთ
როცა თეთრეულს რეცხავთ, შესთავაზეთ ბავშვს პროცესში მონაწილეობა ნებისმიერ ეტაპზე:
  • შეუძლია ჭუჭყიანი სარეცხის კალათა მიიტანოს სარეცხ მანქანასთან
  • სუფთა თეთრეული საძინებელში შეიტანოს
  • თავის საწოლზე სუფთა ზეწარი გადააფაროს
  • ორივეს შეგიძლიათ, ტანსაცმელი შეინახოთ
თუ გაქვთ სამოსი, რომელსაც თეთრეულის საშრობზე აშრობთ, შეგიძლიათ აჩვენოთ, როგორ აკეთებთ ამას:
  • როგორ გამოვიყენოთ ტანსაცმლის სარჭები
  • როგორ ჩამოვკიდოთ სველი ტანსაცმელი ბავშვის სიმაღლეზე დაკიდებულ თოკზე
  • როგორ გავიგოთ, რომ სარეცხი გაშრა
  • როგორ მოვხსნათ სარჭები და სარეცხი კალათაში მოვათავსოთ