მონტესორის გარემო

ბავშვებს ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებული მოთხოვნილებები აქვთ

ბავშვები ჩვილობიდან ზრდასრულ ასაკამდე განვითარების რამდენიმე განსხვავებულ ფაზას გადიან. თითოეული ეს ფაზა ხასიათდება როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური განსხვავებებით. თითოეულ ფაზაში ბავშვებს განვითარების განსხვავებული მოთხოვნილებები აქვთ და თითოეულ ფაზაში განსხვავებული გარემო სჭირდებათ.

მონტესორის პროგრამები ჩვილი ბავშვებისთვის
მონტესორის ჩვილთა და პატარა ბავშვების პროგრამები, დაბადებიდან 3 წლამდე, რამდენიმე განსხვავებული ფორმატით არის წარმოდგენილი:
  • ანტენატალური კლასები განკუთვნილია მომავალი დედებისა და მათი პარტნიორებისთვის.
  • ჩვილებისა და დედების კლასები განკუთვნილია დედებისთვის, რომ შვილებთან ერთად ისწავლონ, თუ როგორ გამოიყენონ სპეციალურად ამ ასაკის ბავშვისთვის მომზადებული გარემო (გაკვეთილები ტარდება ზრდასრულის ხელმძღვანელობით, რომელსაც მონტესორის მეთოდით აქვს მომზადება გავლილი). გაკვეთილები ეძღვნება იმას, თუ როგორ დავაკვირდეთ ბავშვს და შევთავაზოთ შესაბამისი აქტივობები.
  • ნიდო გათვალისწინებულია ორიდან თოთხმეტი თვის ასაკის ბავშვებისთვის.
  • პატარა ბავშვების კლასები ისინი თოთხმეტი თვიდან სამ წლამდე ბავშვებისთვის არის და ყურადღება გამახვილებულია მოძრაობაზე, საუბარსა და დამოუკიდებლობაზე.
ბავშვების სახლი
3-დან 6 წლამდე ასაკის მონტესორის გარემოს ბავშვების სახლი ეწოდება. პატარა ბავშვთა თემიდან წამოსული ბავშვები ამ გარემოში 2,5-დან 3 წლამდე ასაკში გადადიან, როდესაც ამგვარი გადასვლისთვის მზად არიან.

მონტესორის დაწყებითი სკოლა
მონტესორის დაწყებითი სკოლა უზრუნველყოფს 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის შექმნილ გარემოს. ზოგჯერ ბავშვები იყოფიან ორ ჯგუფად - 6-9 და 9-12 წლის, ზოგჯერ კი ექვსი წლის ყველა მოსწავლე ერთად არის.

მონტესორის საშუალო სკოლა
მონტესორის პრინციპებზე აგებულ 12-დან 15 წლამდე მოზარდებისთვის განკუთვნილ პროგრამას „ერდკინდერი“ ჰქვია, რაც „დედამიწის შვილებს“ ნიშნავს. მონტესორის იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ ამ ასაკში მათი მოწყვლადობის გამო, მოზარდები უნდა იყვნენ მზრუნველ გარემოში, ფერმაში, სადაც შეეძლებათ ბუნებასთან ახლოს ყოფნა, სუფთა ჰაერის სუნთქვა, ჯანსაღი საკვების მიღება და აკადემიური სწავლისა და გამოცდების სტრესისგან გათავისუფლება. მათ უჩნდებათ დრო და სივრცე თვითგამოხატვისთვის და სწავლობენ, როგორ მუშაობს საზოგადოება, როგორ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზე.

მონტესორის უმაღლესი სკოლა
15 წლის ასაკში მოზარდებს შეუძლიათ მონტესორის უმაღლეს სკოლაში გადასვლა, სადაც გააგრძელებენ აკადემიურ სწავლას და ჩააბარებენ საკვალიფიკაციო გამოცდებს.

თითოეული ჯგუფის ბავშვების ფოტოები