დაბალი სარკე
შექმენით გარემო, რომელიც მისცემს ბავშვს საშუალებას, უყუროს საკუთარ თავს მოძრაობის დროს
- გრძელი სარკე ბავშვის სიმაღლეზე მოათავსეთ სამოძრაო ხალიჩასთან ახლოს, რათა მან საკუთარ თავს უყუროს, როცა ახალ მოძრაობებს ცდის და საკუთარი ძალისხმევის შედეგები დაინახოს. ეს მას მისცემს საკუთარი სხეულის რწმენას შესძენს და წაახალისებს, რომ კვლავ რაღაც ახალი სცადოს.
უჩვენეთ ბავშვს, როგორ გამოიყენოს სარკე
- ესაუბრეთ მას იმ მოძრაობებზე, რომლებსაც აკეთებს და აღწერეთ ძალისხმევა, რომელსაც დებს მათში. წაახალისეთ, ხშირად ჩაიხედოს სარკეში, დაიწყოს მოძრავი ფიგურის შემჩნევა და ნელ-ნელა გააცნობიეროს, რომ ეს პატარა მოძრავი ადამიანი თავადაა!
მიეცით დრო
- დართეთ ნება, იმდენ ხანს ითამაშოს სარკის წინ, რამდენიც გაუხარდება. არ შეაწყვეტინოთ და ხელში არ აიყვანოთ. ჩახუტება, რა თქმა უნდა, ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ დრო მოძრაობისთვის ასევე მნიშვნელოვანია.

