არჩევანის გაკეთება
როდესაც პატარა ბავშვებს ეძლევათ საშუალება, თავად გააკეთონ არჩევანი, ისინი იწყებენ დამოუკიდებლად აზროვნებას და ამას ისინი მიჰყავს საკუთარ ქმედებებთან დაკავშირებით არჩევანის გაკეთების უნარისკენ. საკუთარი ქმედებების შესახებ არჩევანის გაკეთება და გააზრება იმის, რა გააკეთო და რა - არა, თვითდისციპლინის განვითარების გზაზე პირველი ნაბიჯია.
შექმენით პირობები, რომელშიც თქვენი შვილი სათანადო არჩევანს გააკეთებს
- ცხოვრებაში ყველამ უნდა ისწავლოს არჩევანის გაკეთება. თუმცა, ყველამ არ იცის, რომ არჩევანის უნარის განვითარება სიცოცხლის პირველივე წლებშია შესაძლებელი. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პატარა ბავშვებს მივცეთ ამ პრაქტიკის მიღების შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ ბავშვებს უყვართ, როცა ყველაფერი მათებურად ხდება და არჩევანის გაკეთება ან ჩვეულ რუტინაში ცვლილებების მიღება შეიძლება მათთვის რთული იყოს, რაც, თავის მხრივ, თქვენთვისაც შეიძლება რთული აღმოჩნდეს. ასე რომ, თუ თქვენს შვილს არჩევანის გაკეთების პრაქტიკის საშუალებას მისცემთ, უნდა იფიქროთ იმ არჩევანზე, რომლის შეთავაზებაც შეგიძლიათ მისთვის. შემდეგ მკაფიოდ შესთავაზეთ არჩევანი, მზად იყავით მისი გადაწყვეტილების მისაღებად და მიეცით საშუალება, მიჰყვეს თავის არჩევანს.
შესთავაზეთ ვარიანტები
- შესთავაზეთ არჩევანი, რომელიც თქვენთვის მისაღებია, მაგალითად, „სენდვიჩი არაქისის კარაქით გინდა თუ ყველით?“ ან „ზოლიანი შარვალი გინდა თუ ხავერდის?“ ან „დღეს წითელი ვაშლი ვიყიდოთ თუ მწვანე?"
- ნუ გამოიყენებთ არჩევანს თქვენი შვილის მანიპულირებისთვის ან დასაშინებლად. მაგალითად, „ივახშმებ თუ პირდაპირ დასაძინებლად წასვლა გირჩევნია?“ ეს თქვენს შვილს აგრძნობინებს, რომ მას რეალურად არ აქვს არჩევანის გაკეთების საშუალება.
- თავიდან თქვენი შვილისთვის დღეში რამდენიმე არჩევანის შეთავაზება საკმარისია და როდესაც ის არჩევანის გაკეთებას შეეჩვევა, შეგიძლიათ გაზარდოთ იმ გადაწყვეტილებების რაოდენობა, რომელთა მიღების უფლებასაც მისცემთ.
გამოყავით დრო
- ორი ვარიანტიდან ერთი არჩევანის გაკეთებისა და გადაწყვეტილების მიღების თითოეული შესაძლებლობა ხელს უწყობს იმას, რომ თქვენი შვილი უკეთ აცნობიერებს საკუთარ თავს, როგორც პიროვნებას, რომელიც საკუთარ ქმედებებზეა პასუხისმგებელი. რა თქმა უნდა, მას დრო დასჭირდება იმის გასაგებად, თუ რა საკითხებზე შეუძლია არჩევანის გაკეთება და რაზე - შეუძლებელია უარის თქმა. თუმცა, როდესაც ის იწყებს იმის გაგებას, რომ შეუძლია საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობა აიღოს და იგრძნობს, რომ თქვენ მზად ხართ ენდოთ მას გარკვეული გადაწყვეტილებების მიღებისას, ის სულ უფრო მეტად გააკონტროლებს საკუთარ თავს. ამ გზით, მის მიერ გაკეთებული თითოეული არჩევანი თვითდისციპლინის გზაზე გადადგმული ნაბიჯია.
