მოაწყვეთ გარემო ისე, რომ უსაფრთხო იყოს თქვენი შვილისთვის, რომელიც მის შესწავლას შეუდგება, და თქვენც მშვიდად ადევნოთ თვალი და გაიხაროთ მისი წინსვლით
მზად იყავით, როცა ბავშვი დაიწყებს ხოხვას და სიარულს:- კედელზე მიამაგრეთ დაახლოებით ხუთი სანტიმეტრის დიამეტრის ძელი, რომ ბავშვმა საკუთარი თავის აზიდვაში ივარჯიშოს.
- ბავშვის სიახლოვეს მოათავსეთ მყარი დაბალი ტაბურეტები, რომ წამოდგომისას საყრდენად გამოიყენოს. მოაცილეთ არამყარი მაგიდები და სკამები, რომლებიც შეიძლება ზედ დაეცეს, მათზე მოჭიდებისას.
- ნივთები, რომლებითაც შეუძლია ბავშვს თამაში, დაბალ თაროებზე დააწყვეთ, ხოლო რომლებითაც არ ღირს თამაში, მისთვის მიუწვდომელ ადგილას დადეთ.
- დააყენეთ საბავშვო საკეტები ისეთი კარადების კარებზე, რომლებიც ბავშვმა არ უნდა გააღოს.
უჩვენეთ ბავშვს, როგორ გააკეთოს ეს
- დაეხმარეთ იმის გაგებაში, თუ როგორ გამოიყენოს ძელი, უჩვენეთ, როგორ მოეჭიდოს მას ხელებით.
- შესთავაზეთ ტაბურეტი ან თქვენი ხელი, რომ მას დაეყრდნოს და წამოდგეს, წამოიწიოს, როცა ხედავთ, რომ სურს წამოდგომა რაიმეს გასაკეთებლად ან უკეთ დასანახად.
მიეცით დრო
- მიეცით ბავშვს საშუალება, თავად სცადოს წამოდგომა, საგნებზე დაყრდნობით, იმის ნაცვლად, რომ თავად წამოაყენოთ ხელით. ის უფრო სწრაფად ისწავლის, თუ თავად გამოიჩენს ძალისხმევას.

