როგორ დავეხმაროთ ბავშვს დამოუკიდებლად დალევაში
შექმენით პირობები
- როგორც კი თქვენი შვილი ორივე ხელში რაიმეს დაჭერას შეძლებს, მიეცით მას პატარა ჭიქა დასალევად. როდესაც ბოთლის ან „საწოვარა“-ფინჯნის ნაცვლად ჩვეულებრივ ჭიქას ვთავაზობთ, ის თავს „ზრდასრულად“ გრძნობს. ბავშვისადმი ასეთი ნდობა მას თავდაჯერებას ჰმატებს.
- ასევე შესთავაზეთ პატარა დოქი, რომელსაც მისი ხელის ზომის პროპორციული სახელური და წონა ექნება, რათა თავად შეძლოს სასმელის დასხმა.
აჩვენეთ ბავშვს, როგორ დალიოს ჭიქიდან
- ნელი, მკაფიო მოძრაობებით აჩვენეთ, როგორ შეუძლია მას ორი ხელით დაიჭიროს ჭიქა და ტუჩებთან მიიტანოს დასალევად.
- როგორც კი ამას შეძლებს, შეგიძლიათ აჩვენოთ, როგორ ჩამოასხას სითხე პატარა დოქიდან, რომელშიც მცირე რაოდენობით წვენი, წყალი ან რძეა ჩასხმული.
მიეცით დრო
- თავდაპირველად თქვენი შვილი წყალს ნიკაპზე ჩამოიწვეთებს და დოქიდან დასხმისას სითხე დაეღვრება ხოლმე. ეს ბუნებრივია, როდესაც ის ახალ უნარს ეუფლება. იმის გააზრება, რომ ჩვენ უფრო მეტს საკუთარ შეცდომებზე ვსწავლობთ, ვიდრე ჩვენს წარმატებებზე, დაგეხმარებათ პოზიტიური მიდგომის და სიმშვიდის შენარჩუნებაში, როდესაც თქვენი შვილი დამოუკიდებლად სწავლობს წყლის დალევას.
სითხის ჩამოსხმის დემონსტრაცია:
- დოქში მხოლოდ მცირე რაოდენობის წყალი ჩაასხით.
- ერთი ხელით ასწიეთ დოქი, სახელურით, ხოლო მეორე ხელით დოქის ტუჩის ქვემოდან დაიჭირეთ.
- მოათავსეთ დოქის ტუჩი ჭიქის თავზე ცენტრში და ნელ-ნელა ჩამოასხით.
- დოქი დადგით.
- ჭიქა ორივე ხელით აიღეთ და მოსვით.
- როცა დოქი და ჭიქა მაგიდასთან მოგაქვთ, ეს ცალ-ცალკე გააკეთეთ და უჩვენეთ, როგორ უნდა მოიტანოს ნივთი ორი ხელით.


