დასაკიდი მობაილები მოძრაობის სტიმულაციისთვის
მოაწყვეთ გარემო, რომელიც წაახალისებს მოძრაობას
- მობაილები (საწოლთან დასაკიდი მბრუნავი სათამაშოები) დაკიდეთ ისეთ მანძილზე, რომ ბავშვი ვერ მიწვდეს, რათა მისცეთ მას საშუალება, მზერის ფოკუსირება მოახდინოს და თვალი ადევნოს მოძრავ ობიექტებს. თავიდან ეს მობაილები შავ-თეთრი უნდა იყოს, რადგან თავდაპირველად ბავშვი მხოლოდ კონტრასტულ სახეებს ხედავს, მაგრამ როგორც კი დაკარგავს შავ-თეთრი მობაილებისადმი ინტერესს, შეგიძლიათ შესთავაზოთ სხვა, პასტელური ფერების. აირჩიეთ მობაილები, რომლებიც ბუნებრივად ტრიალებენ, ჰაერის ნაკადზე რეაგირებით, და ისეთი გამოსახულებები, როგორებიცაა ჭრიჭინები, საჰაერო ბუშტები და კოლიბრები (და არა ხმელეთის ცხოველები, როგორებიცაა კატა, ძაღლი ან ფერმის ცხოველები).
- ბავშვის ზრდის მიხედვით, წაახალისეთ ის, რომ გაიწოდოს ხელი და მიწვდეს საჩხრიალოებს, ზანზალაკებს ან სათამაშოებს, რომლებიც დაკიდებული იქნება ისე, რომ მიწვდენა შეძლოს. აღტაცებული დარჩება, როცა ამ ნივთს შეეხება და ის ხმას გამოსცემს.
დაეხმარეთ ბავშვს, ყურადღება მიაქციოს დაკიდებულ მბრუნავ სათამაშოებს
- მოათავსეთ ბავშვი პირდაპირ მობაილის ქვეშ, საიდანაც ის დაინახავს მას და ექნება საშუალება, მისწვდეს, თუ კარგად მოინდომებს. დააკვირდით ბავშვს და დარწმუნდით, რომ მას შეუძლია მზერის მობაილზე ფოკუსირება. სიცოცხლის პირველ კვირებში ის ვერ შეძლებს ფოკუსირებას ნივთებზე, რომლებიც ზედმეტად შორს იქნება განთავსებული.
მიეცით დრო ბავშვს, რომ დაინტერესდეს
- ეცადეთ, ბავშვს ყოველდღე ჰქონდეს დრო მის თავზე დაკიდებულ მბრუნავ სათამაშოებზე დასაკვირვებლად და გარკვეული დროის შემდეგ ის გამოიჩენს ძალისხმევას, რათა მათ მისწვდეს.

