კომუნიკაცია

დამეხმარე, თავად ვიურთიერთო.

დაბადების მომენტიდან, ბავშვი ითვისებს არა მხოლოდ თქვენს სიტყვებს, არამედ თქვენი ხმის ტონს, ინტონაციას და თქვენი მეტყველების სტრუქტურას. ის საკუთარი მეტყველების მეთოდს ქმნის იქიდან, რაც ესმის. თავდაპირველად იყენებს მხოლოდ სხეულის ენას და ტირილს, ხოლო ზრდის კვალდაკვალ ჩნდება სიტყვები და მისი ლექსიკა იმდენადვე მდიდარი და თავისუფალი იქნება, რამდენადაც იყო ის სიტყვები, რაც მას ესმოდა გარშემო სიცოცხლის პირველ წლებში. მშობლებს შეგვიძლია გავლენა მოვახდინოთ ბავშვის მეტყველების განვითარებაზე, თუ რამდენიმე პრინციპს მივყვებით.

მოამზადეთ გარემო კარგი კომუნიკაციისთვის, რაც გულისხმობს საკუთარი თავისა და ოჯახის სხვა წევრების მომზადებას, რადგან სწორედ თქვენ ქმნით ბავშვის სამეტყველო გარემოს.

ჩართეთ ბავშვი სამეტყველო გარემოში საუბრების, მოსმენის და კითხვის მეშვეობით.

დაუთმეთ ბავშვს დრო, შეითვისოს თქვენი სიტყვები და ივარჯიშოს ლაპარაკში.

დაბადებიდან 8 თვემდე

მიუხედავად იმისა, რომ თქვენს შვილს ჯერ ერთი სიტყვის თქმაც არ შეუძლია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის არ შთანთქავს და არ ითვისებს თქვენს სიტყვებს და იმას, თუ როგორ წარმოთქვამთ ამ სიტყვებს. ეს არის დრო, როცა ის განსაკუთრებულად მგრძნობიარეა ბგერების მიმართ, რომლებსაც წარმოთქვამთ და იმის მიმართ, თუ როგორ მოძრაობს თქვენი ტუჩები ამ ბგერების წარმოთქმისას.

დააწკაპუნეთ ბმულებზე, რათა გაიგოთ, როგორ შეიძლება დაეხმაროთ ბავშვს, თავიდანვე სწორი ენის შეთვისებაში.

9-დან 12 თვემდე

9 თვის ასაკში ნაკლებ სავარაუდოა, რომ თქვენი შვილი ლაპარაკობდეს, თუმცა უკვე ბევრნაირ ბგერას გამოსცემს, ხოლო იმ მომენტისთვის, როდესაც ერთი წელი შეუსრულდება, შესაძლოა, უკვე იტყვის ამაღელვებელ პირველ სიტყვას. ის უკვე კარგად გადაადგილდება და ყოველდღე ეცნობა ახალ საგნებს. მას სჭირდება, მისთვის განმარტოთ და დაუსახელოთ ეს საგნები, უამბოთ, რა საგნებია და რა დანიშნულება აქვს.

დააწკაპუნეთ ბმულებზე, რათა გაიგოთ მეტი იმაზე, თუ როგორ მიაწოდოთ თქვენს შვილს ბევრი ახალი სიტყვა ასათვისებლად.

12-დან 18 თვემდე

ცხოვრების ამ პერიოდში ბავშვი ყოველდღიურად ახალ-ახალ სიტყვებს წარმოთქვამს. ამ სტადიაზე ძალიან მნიშვნელოვანია მისი საუბრის მცდელობებზე რეაგირება. როცა მას პასუხობთ, ეს მისთვის სტიმულია, განაგრძოს მცდელობა. როცა არ რეაგირებთ, რადგან არ გესმით, რას ამბობს, ის უბრალოდ შეწყვეტს მცდელობებს.

დააწკაპუნეთ ბმულებზე, რათა გაიგოთ მეტი იმაზე, თუ როგორ დაეხმაროთ ბავშვს და დაუკმაყოფილოთ სიტყვების "შიმშილი", ასევე - როგორ მოახდინოთ იმის ინტერპრეტირება, რის თქმასაც ის ცდილობს.

18-დან 24 თვემდე

ამ ფაზაში, რომელსაც „ენობრივ აფეთქებას“ უწოდებენ, ბავშვის გარემო სავსე უნდა იყოს საუბრით. რაც უფრო მეტი ახალი სიტყვა ესმის თქვენს შვილი, მით უფრო მეტ სიტყვას სწავლობს. როდესაც თქვენი შვილის ენობრივ გარემოს გამოცდილებითა და სიტყვებით ავსებთ, დარწმუნებული იყავით, რომ მაშინაც კი, თუ ის ჯერ ბევრს არ ლაპარაკობს, მაინც ყველაფერს ითვისებს.

დააწკაპუნეთ ბმულებზე, რათა შეიტყოთ მეტი იმაზე, თუ როგორ შეუწყოთ ხელი ბავშვს "ენობრივი აფეთქების" ეტაპზე.

2-დან 3 წლამდე

მზად იყავით კიდევ ერთი ნახტომისთვის ენობრივ განვითარებაში. თქვენთან საუბრისას ბავშვი უკვე წინადადებების წარმოთქმას დაიწყებს. მას შესაძლოა, უკვე დაგროვილი ჰქონდეს სამეტყველო მარაგი, ლექსიკა და დაეუფლა მრავალნაირ გამოთქმას, რომლებსაც სხვადასხვა სიტუაციაში იყენებს. მას შეუძლია საუბრის წარმართვა. რაც უფრო მეტად მრავალფეროვან მეტყველებას სთავაზობთ, მით მეტს შეითვისებს და გამოიყენებს მისი ტვინი.

დააწკაპუნეთ ბმულებზე, რათა მეტი გაიგოთ იმაზე, თუ როგორ შეუწყოთ ხელი თქვენი ამეტყველებული ბავშვის ენობრივ განვითარეას, რათა მისი სამეტყველო უნარები კვლავ გაიფურჩქნოს და გაფართოვდეს.