ხშირად დასმული შეკითხვები 9-დან 12 თვემდე ასაკის ბავშვთან კომუნიკაციაზე
არის თუ არა სასარგებლო კასეტების გამოყენება ბავშვისთვის სხვა ენის სასწავლებლად?
მსმენია, რომ პატარა ბავშვები იოლად სწავლობენ სხვადასხვა ენას. შეიძლება თუ არა ამ მიზნით კასეტების გამოყენება?
მეორე ენის შესწავლა პატარა ბავშვებს ძალიან იოლად გამოსდით, თუმცა უმჯობესია ამის გაკეთება ცოცხალი ადამიანის მეშვეობით, რომელიც ამ ენაზე საუბრობს, და არა ელექტრომოწყობილობის. კვლევების თანახმად, 3 წლამე ასაკის ბავშვები საუკეთესოდ სწავლობენ რამდენიმე ენას, როცა მათ ცხოვრებაში მყოფი ყოველი ზრდასრული ირჩევს ერთ ენას, რომელიც მისთვის უფრო მოსახერხებელია და ცდილობს, ამ ენაზე მკაფიოდ და გასაგებად ესაუბროს ბავშვს, მდიდარი ლექსიკური მარაგის გამოყენებით.
