ხშირად დასმული შეკითხვები 12-დან 18 თვემდე ბავშვთან კომუნიკაციაზე
მე არ მესმის, რას ამბობს ბავშვი
ჩემი შვილი გამუდმებით "ლაპარაკობს", თუმცა მისი საუბარი იმდენად აზრს მოკლებული და გაუგებარია, საერთოდ ვერ ვიგებ, რის თქმა უნდა. როგორ შევუწყო ხელი მის სურვილს, ილაპარაკოს, თუ ასე მიჭირს გაგება?
მაშინაც კი, თუ ყოველთვის არ გესმით, რას ამბობს ბავშვი, მისთვის თარჯიმანის ფუნქციაც გაქვთ. თუნდაც არ გესმოდეთ მისი, მნიშველოვანია უჩვენოთ, რომ ხედავთ მის ძალისხმევას, და შეგიძლიათ უთხრათ: "მაპატიე, არ მესმის. შეგიძლია მაჩვენო?" ხანდახან შეგიძლიათ სიტყვები გამოიყენოთ თქვენი შვილის განცდების გასახმოვანებლად. მაგალითად: "ძალიან ვწუხვარ, რომ თავი დაარტყი. ალბათ, როგორ ძალიან გტკივა". როცა ჟესტებით გიჩვენებთ, რომ რაღაცის მოწოდება უნდა ზემოდან, გამოიყენეთ სიტყვები, სანამ ის მათ არ წარმოთქვამს. მაგალითად: "ვხედავ, რომ ჭიქაზე მიმანიშნებ, წყალი გინდა?"
