მიეცით თქვენს შვილს საშუალება, შეცდომები დაუშვას

შეცდომები გვეხმარება გავიგოთ, როგორ გამოვასწოროთ ყველაფერი

This content is blocked because Video cookies have not been accepted.
Only Accept Video Cookies

ჩვენ გაცილებით მეტს ვსწავლობთ ჩვენ მიერ დაშვებული შეცდომებიდან, ვიდრე იქიდან, რაც კარგად გამოგვდის. ეს განსაკუთრებით ეხება ბავშვებს, რომლებიც საკუთარ თავზე კონტროლის მოპოვების პროცესში არიან.

შექმენით გარემო, სადაც გაგებით ეკიდებიან შეცდომებს.

  • შეცდომების დაშვება სწავლის პროცესის ბუნებრივი ნაწილია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათ მოთმინებითა და გაბრაზების გარეშე ხვდებიან. პატარა ბავშვებს ბევრი ვარჯიში სჭირდებათ, როდესაც რაღაც ახლის კეთებას სწავლობენ. დროა საჭირო, სანამ ბავშვი ტანსაცმლის დასვრის გარეშე შეძლებს ჭამას ან გაიგებს, რომელი ფეხსაცმელი რომელ ფეხზე უნდა ჩაიცვას.
  • როდესაც ბავშვებს შეცდომების დაშვების უფლება აქვთ, ისინი გრძნობენ, რომ მათ უპირობოდ იღებენ და უყვართ, რადგან სიყვარული არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა შეუძლიათ გააკეთონ ან როგორ იქცევიან. თავიდანა ისინი ვერ გააკონტროლებენ, რას აკეთებენ ან როგორ იქცევიან, ხოლო როცა სიყვარული დამოკიდებულია რაღაცაზე, რასაც ისინი ვერ აკონტროლებენ, ისინი თავს დაცულად ვერ გრძნობენ.

უჩვენეთ თქვენს შვილს შეცდომების მიმართ თქვენი პოზიტიური დამოკიდებულება

  • გახსოვდეთ ის ფაქტი, რომ ბავშვი ჯერ კიდევ სწავლობს. შესაძლოა გამაღიზიანებელი იყოს, როდესაც თქვენი შვილი, რომელიც ჭურჭლის სარეცხი მანქანის დაცლაში გეხმარებათ, თეფშს ხელიდან აგდებს და ამტვრევს, მაგრამ თუ ამის გამო გაბრაზდებით, მას აღარასდროს მოუნდება, ისევ დაგეხმაროთ. თუ ამის ნაცვლად პოზიტიურ მიდგომას გამოიჩენთ და ვეტყვით: „არა უშავს. ავიღოთ ცოცხი და მოვასუფთაოთ“, ის იგრძნობს, რომ ჩვენ გვესმის, მას ეს განზრახ არ ჩაუდენია და რომ ჯერ კიდევ სწავლობს. უფრო მეტი სტიმული ექნება და მოუნდება, იმუშაოს საკუთარ თავზე და განაგრძოს გაუმჯობესება. რაც უფრო მეტად ეცდება, მით უფრო მეტად გააკონტროლებს საკუთარ სხეულს.
  • ეცადეთ, არ ჩაერიოთ. ხანდახან შეიძლება რთული იყოს უბრალოდ დგომა და თქვენი შვილის ყურება, რომელიც ცდილობს ისეთი რამის გაკეთებას, რასაც თქვენ იოლად გააკეთებდით, მაგრამ მან საკუთარი ძალისხმევა უნდა დახარჯოს, რომ ამის უკეთ კეთება ისწავლოს. როდესაც ჩვენ ვერევით და ჩვენს ხელთ ვიღებთ ინიციატივას, ჩვენ მას ვაგრძნობინებთ, რომ ვფიქრობთ, მას არ შეუძლია ამის გაკეთება და არ გვჯერა მისი შესაძლებლობების. და თუ ასე ]ხშირად ვიქცევით, ის შეწყვეტს მცდელობებს.

გამოყავით დრო

  • მას დრო დასჭირდება, რომ სრულყოფილებას მიაღწიოს და შეცდომების დაშვების გარეშე აკეთოს რაღაც, მაგრამ როდესაც თქვენს მხარდაჭერას იგრძნობს, წაახალისებთ და არ გააკრიტიკებთ ან არ შეუსწორებთ შეცდომებს, ის პოზიტიურ მიდგომას განავითარებს იმისადმი, რომ კვლავ სცადოს და აკეთოს რაღაც.