დამოუკიდებლობა

დამეხმარე, თავად გავაკეთო

დამოუკიდებლობა არის თავისუფლად ფიქრის და მოქმედების უნარი. თქვენი შვილი დამოუკიდებელი ხდება საკუთარი აქტივობების მეშვეობით. რისი გაკეთების უფლება შეგიძლიათ მისცეთ? ყოველდღიურ მარტივ საქმეებში ჩართვით, ის იწყებს წესრიგის, ოჯახში საკუთარი როლის და შესაძლებლობების გააზრებას. როდესაც გარკვეულ დროს ასარჩევად სთავაზობთ აქტივობებს და მხოლოდ მაშინ ეხმარებით, როცა დახმარება სჭირდება, თქვენ ეუბნებით: „ვიცი, რომ ამის გაკეთება თავადაც შეგიძლია“. ის იძენს უნარებს, თავდაჯერებულობას და მიდგომას - „მე შემიძლია ამის გაკეთება“, რომელიც მთელი ცხოვრება თან გაჰყვება.

თქვენი შვილი მაშინ დადგება დამოუკიდებლობის გზაზე, როცა შემდეგ სამ პრინციპს მიჰყვებით:

შექმენით ბავშვისთვის მარტივად ასათვისებელი გარემო

უჩვენეთ ბავშვს, როგორ უნდა შეასრულოს ყოველდღიური ქმედებები, რმლებიც მასში დამოუკიდებლობის განვითარებას შეუწყობს ხელს.

გამოყავით დრო.

ჩაცმა

დილას ჩაცმას არ უნდა ახლდეს ბავშვისთვის სტრესი, თუ თქვენ აღიარებთ იმ ფაქტს, რომ მას თავად სურს ამის დამოუკიდებლად გაკეთება.

დააწკაპუნეთ ბმულებზე, რათა მეტი გაიგოთ იმაზე, თუ როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ ბავშვს დამოუკიდებლად და სიამოვნებით ჩაცმაში.

საკვების მიღება

იცით, რომ არსებობს ძალიან მარტივი მეთოდი, რათა ბავშვს დაეხმაროთ ჯანსაღად და სიამოვნებით კვების ჩვევის გამომუშავებაში?

დააწკაპუნეთ ბმულებზე, რათა მიიღოთ რამდენიმე მარტივი რჩევა, თუ როგორ ვაქციოთ ჭამის დრო სასიამოვნოდ და დამაკმაყოფილებლად როგორც თქვენთვის, ისე ბავშვისთვის.

ძილი

ძნელია მიაღწიოთ იმას, რომ ბავშვი ყოველ საღამოს თავად მოემზადოს დასაძინებლად და დროულად დაიძინოს?

დააწკაპუნეთ ბმულებზე, რომ მეტი ინფორმაცია მიიღოთ იმაზე, თუ როგორ ავირიდოთ თავიდან სტრესი ძილისთვის მომზადების პროცესში.

ტუალეტით სარგებლობა

ტუალეტით სარგებლობის, ქოთნის გამოყენების სწავლა წარმატებით სრულდება, თუ ბავშვს ამისთვის იმაზე ადრე მოამზადებთ, ვიდრე ზოგადად მიღებულია.

დააწკაპუნეთ ბმულებზე, რომ გაიგოთ, როგორ გააიოლოთ საფენებიდან შარვალზე გადასვლის გარდამავალი პერიოდი თქვენთვისაც და ბავშვისთვისაც.