ძილისთვის მომზადება

This content is blocked because Video cookies have not been accepted.
Only Accept Video Cookies

დააწესეთ ძილის რეჟიმი

  • თუ გსურთ, რომ თქვენი შვილი ყოველ ღამე ერთსა და იმავე დროს, ერთი და იმავე გზით დაწვეს დასაძინებლად, უნდა შექმნათ რეჟიმი, ერთგვარი სტრუქტურა, რომელიც დაეხმარება მას იმის გაგებაში, რომ ძილის დროა და ეს საკითხი განხილვას არ ექვემდებარება
  • ძილისწინა რუტინა შეიძლება ყველა ოჯახში განსხვავებული იყოს, მაგრამ რაც არ უნდა აირჩიოთ, დარწმუნდით, რომ ის აქტივობის თანდათან შემცირებას გულისხმობს: თამაშის დრო, აბაზანის დრო, ამბების კითხვა, ძილის დრო - იდეალურად მუშაობს. ამბების კითხვა, აბაზანის დრო, თამაშის დრო, ძილის დრო - კონფლიქტის რეცეპტია.

დაეხმარეთ ბავშვს, გაითავისოს ეს რუტინა

  • ესაუბრეთ თქვენს შვილს საღამოს განრიგზე, მაგალითად, ჰკითხეთ, რომელი წიგნის წაკითხვას აპირებთ ერთად აბაზანის მიღების შემდეგ, სანამ დაიძინებს. ამ გზით ის თავად დაიწყებს რუტინის პროგნოზირებას და დროთა განმავლობაში სიამოვნებით ჩაერთვება მასში.

გამოყავით დრო

  • შესაძლოა, თქვენს შვილს დრო დასჭირდეს იმასთან შესაგუებლად, რომ რუტინის ბოლოს ძილის დრო დგება და პირველ დღეებში მოიკრიბეთ მოთმინება, რომ ბავშვი რამდენჯერმე დააბრუნოთ საწოლში.
  • იყავით თანმიმდევრული და შეუვალი იმ საკითხში, რომ ძილის დროა და ის ამას შეეგუება.
  • რუტინის ჩამოყალიბებას შეიძლება დრო დასჭირდეს, ამიტომ პირველივე ჯერზე ნუ დანებდებით, როცა არ გამოგივათ მისი დაწვენა და იქამდე დარჩება, სანამ დივანზე არ ჩაეძინება. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ეს ვარიანტი ყველაზე მარტივად მოგეჩვენებათ, სინამდვილეში მხოლოდ გაახანგრძლივებს რეგულარულ განრიგთან შეგუების პროცესს.