ტანსაცმლის არჩევა

შექმენით ისეთი პირობები, რომ ბავშვმა დამოუკიდებლად დაიწყოს ჩაცმა
- ტანსაცმელი უჯრებსა და კარადებში ისეთ დონეზე განათავსეთ, რომ თქვენს შვილს ხელის გაწვდენა და მისი აღება თავად შეეძლოს. მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ რამდენიმე შესაფერისი ტანსაცმელი განათავსოთ, რადგან ბავშვებს გაუჭირდებათ ამ ამოცანასთან გამკლავება, თუ ზედმეტად დიდი არჩევანი იქნება. თუ დარწმუნდებით, რომ მხოლოდ ისეთი ტანსაცმელი განათავსეთ, რომელიც შეესაბამება სეზონსაც და ადვილად ჩასაცმელიცაა, მაშინ მნიშვნელობა არ ექნება, რას აირჩევს უკვე შეთავაზებულიდან. არც თქვენ დაიწუნებთ მის არჩევანს და ისიც ბედნიერი იქნება, რადგან იგრძნობს, რომ თავად მიიღო გადაწყვეტილება.
უჩვენეთ ბავშვს, როგორ აარჩიოს სამოსი
- მაშინაც კი, როდესაც თქვენს შვილს ამ შეზღუდულ არჩევანს სთავაზობთ, არ უნდა ელოდოთ, რომ ის უბრალოდ არჩევანს გააკეთებს. თქვენ უნდა დაეხმაროთ მას არჩევანის გაკეთებაში შემდეგი სიტყვებით: „ლურჯი მაისური გინდა თუ ის, რომელზეც წინა მხარეს მარწყვია გამოსახული?"
მიეცით ბავშვს დრო, მშვიდად აირჩიოს
- თავდაპირველად, შესაძლოა, მას არჩევა გაუჭირდეს. მიეცით დრო, რომ დაფიქრდეს და ყოველთვის დაეთანხმეთ მის არჩევანს. მალე აღმოაჩენთ, რომ შეთავაზებას "მოდი, ჩავიცვათ", ის ღიმილით შეხვდება და არა ისტერიკით.
