ხშირად დასმული შეკითხვები ძილზე

ყოველ საღამოს, სანამ დაიძინებს, ჩემი შვილი რამდენჯერმე მიხმობს თავისთან

ჩვენ საკმაოდ მოწესრიგებული გვაქვს ძილისთვის მზადების განრიგი. ბანაობის შემდეგ ჩემი ვაჟი ნახევარი საათი თამაშობს სათამაშოებით, მერე კი წიგნს ვკითხულობთ მის საწოლში, ძილის წინ. თუმცა ამის მიუხედავად, მაშინვე არასდროს იძინებს და ყოველ საღამოს 4-5-ჯერ მეძახის, რომ კიდევ ერთხელ ვაკოცო, ან წყალი დავალევინო, ან წავუკითხო, და ასე კიდევ ერთ საათს ვკარგავთ, სანამ ბოლო-ბოლო დაიძინებს.

მართალია, ძილის წინ კარგი განრიგი გაქვთ, მაგრამ, როგორც ჩანს, ასევე ამ განრიგის ნაწილად აქციეთ ბავშვთან ყოველ ჯერზე მისვლა, როცა ის ამას ითხოვს. თუ არ გსურთ, რომ ეს 4-5-ჯერ დაძახება ძილისთვის მზადების რიტუალის ნაწილად იქცეს, გასაგებად უნდა განუმარტოთ, რომ არ აპირებთ ამის გაკეთებას. აუცილებელია მკაფიო საზღვრების გავლება და მათი მიყოლა. კარგია, თუ ეტყვით: "ახლა ბოლო ამბავს წავიკითხავთ. რომელი წავიკითხოთ?" და "სანამ გავალ, შეამოწმე, ყველფერი გაქვს, რაც გინდა? თორემ იცოდე, არ შემოვბრუნდები ყოველ ჯერზე". თავიდან ამას მოჰყვება ცრემლები და ისტერიკები, მაგრამ მალე გაიგებს, რომ ვერ დაგარწმუნებთ, კიდევ შეხვიდეთ წყლის შესატანად, ბოლოჯერ საკოცნელად ან წასაკითხად, მიიღებს ამ ფაქტს და დააფასებს კიდეც ამ უცვლელობას და კანონზომიერებას, რასაც თქვენი თანმიმდევრული ქცევა ანიჭებს.

ძილისთვის მზადების სწორი ჩვევების თავიდანვე განვითარება

მალე პირველად გავხდები დედა და მინდა ჩემს შვილს თავიდანვე გამოვუმუშავო დაძინების კარგი ჩვევები. მყავს მეგობრები, რომლებიც ყოველ საღამოს უწვებიან გვერდით ბავშვებს და იქამდე წვანან, სანამ ბავშვი არ დაიძინებს. როგორ ავიცილო თავიდან ეს სცენარი?

ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ თავიდანვე დაეხმაროთ ბავშვს დამოუკიდებლად დაძინებაში. ეს იმას ნიშნავს, რომ რამდენადაც ეს შესაძლებელია, ეცადოთ ჩააწვინოთ ეტლში ან პატარა საწოლში, სანამ დაიძინებს. ასე ის მიეჩვევა მშობლის გარეშე დაძინებას. ცდუნება ის რის, რომ ხელებში არწიოთ, მიაძინოთ ძუძუთი კვების დროს ან ატაროთ ეტლით სახლის გარშემო, სანამ არ დაეძინება, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ბავშვი ვერ შეიძენს დამოუკიდებლად დაძინების გამოცდილებას. თუ დააწვენთ, სანამ დაეძინება, და მის თავზე ეკიდება მობაილები, რომლებსაც დააუწყებს ყურებას, ან იჟღერებს მშვიდი მუსიკა, ის ისწავლის დამოუკიდებლად ჩაფლობას ძილის მდგომარეობაში და როცა მსგავსი ჩვევები დაბადებიდან ვითარდება, შემდეგ მთელი ცხოვრება მასთან დარჩება.

ჩემს შვილს ღამით შივდება

ჩემი 8 თვის შვილი ისევ იღვიძებს 2-3-ჯერ ღამეში, რომ ჭამოს. დღისით კარგად ჭამს, მაგრამ შეიძლება, რომ ღამეც შივდებოდეს?

თუ, როგორც თქვენ ამბობთ, ბავშვი კარგად ჭამს დღის განმავლობაში, ამ ასაკში მას კიდევ ღამეში 2-3-ჯერ არ უნდა სჭირდებოდეს ჭამა. ჩვენ ყველას გვაქვს ძილის რიტმი, რომელსაც ღამის განმავლობაში სხვადასხვა დროს მივყავართ სიფხიზლისკენ. ზრდასრულები უბრალოდ ვიცვლით პოზას და ვაგრძელებთ ძილს, ხშირად არც გვახსოვს, რომ გაგვეღვიძა. როცა ბავშვს ეღვიძება ღამით, ის უნდა მიეჩვიოს დამოუკიდებლად კვლავ დაძინებას. პრობლემები მაშინ ჩნდება, როცა ჩვენ მის მოუსვენრობას ვეხმაურებით და ცოტა რძეს ვაძლევთ, ასე ის მას ეჩვევა, როგორც დაძინების საშუალებას. საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება, აღარ აჭამოთ ბავშვს ღამით, თუმცა ახლა, როცა მას ეს ჩვევა აქვს, გაგიჭირდებათ ამის გაკეთება. როცა იღვიძებს, უბრალოდ მიდით, დაამშვიდეთ და გაერიდეთ. ხელში არ აიყვანოთ. თავიდან ბევრჯერ მოგიწევთ მისვლა და დამშვიდება, მაგრამ თუ არ დანებდებით და არ აჭმევთ, დროთა განმავლობაში, თქვენ თანმიმდევრულობით, ბავშვი მიეჩვევა იმას, რომ ახლა ძილის დროა და დამოუკიდებლად დამშვიდების უნარს გამოიმუშავებს. თანდათან სულ უფრო მოკლე იქნება სიფხიზლის მომენტები, მერე კი ვეღარც გაიგებთ, როდის გაიღვიძა, რადგან თავისით განაგრძობს ძილს.

ჩემს შვილს მთელი ღამე არ სძინავს

ასე მგონია, ჩემს შვილს დღე და ღამე აერია, ნახევარი ღამე არ სძინავს და მთელი დღე სძინავს. რა გავაკეთო, რომ შევცვალო ეს საათები?

ჩვენ ვიცით, რომ სავსებით ბუნებრივია ღამე ძილი, როცა ბნელა, და სიფხიზლე იმ დროს, როცა განათებულია, და ზრდასრულები ასეც ვიქცევით, რამდენიმე საათის მიმატებით ან გამოკლებით. როცა ბავშვი ამ სამყაროს ევლინება, მან ეს-ესაა ცხრა თვე გაატარა იქ, სადაც ღამეც ბნელა და დღეც. ჩვენ უნდა დავეხმაროთ პატარას, რომ ძილის რიტმს მოერგოს, როცა დღის საათებში ვფხიზლობთ და სიბნელეში - ვიძინებთ. ამ ბუნებრივ პროცესს რომ ხელი შევუწყოთ, მნიშვნელოვანია, რომ ოთახი ხელოვნურად არ დავაბნელოთ, რათა დღისით მის ძილს შევუწყოთ ხელი, და დავრთოთ ნება თავად გადაწყვიტოს, როდის დაიძინოს საღამოს. თავისუფალი არჩევანის პირობებში, მისი ბიოლოგიური რიტმი დაეხმარება მას, დაიძინოს, როცა ბნელა და გაიღვიძოს, როცა განათებულია.