ხშირად დასმული შეკითხვები ტუალეტით სარგებლობაზე

ჩემი ბავშვი ზედმეტად დაკავებულია, რომ ტუალეტში იაროს

ჩემს პატარას შეუძლია ტუალეტით სარგებლობა, როდესაც ეს ახსოვს, მაგრამ არ სურს შეწყვიტოს ის, რასაც აკეთებს და ტუალეტში გაიქცეს, როდესაც რაღაცით არის დაკავებული. ეს ხშირად მარცხით სრულდება. რა შემიძლია გავაკეთო ამ პრობლემის მოსაგვარებლად?

დაფიქრდით, რამდენად რთულ უნარებს ივითარებს ბავშვი, როდესაც ტუალეტში სიარულს სწავლობს. პირველ რიგში, მან უნდა გააცნობიეროს ნაწლავებისა და შარდის ბუშტის ზეწოლის შეგრძნებები. შემდეგ მან უნდა უპასუხოს გამოდევნის სურვილს ტუალეტში გაქცევით. მან ასევე უნდა შეაჩეროს მოძრაობისა და აქტივობისკენ მიმართული ლტოლვა და იმპულსები... გაქვთ შინ ერთზე მეტი ტუალეტი? ან გაქვთ ბავშვის ქოთანი თითოეულ მათგანში? შეადგინეთ თუ არა ერთგვარი განრიგი ტუალეტში შესვლის, მაგალითად, ჭამის შემდეგ, გაღვიძების შემდეგ, წახემსების შემდეგ? წარმატების გასაღები არის ტუალეტში ვიზიტების რუტინული დროის დაწესება, რომელიც დღის თითქმის ავტომატურ ნაწილად იქცევა.