მყარი საკვების შეთავაზება

შექმენით მოხერხებული გარემო

  • როდესაც ბავშვს პირველად სთავაზობთ მყარ საკვებს, დარწმუნდით, რომ ერთმანეთის პირისპირ სხედხართ დაბალ მაგიდასთან, ბავშვი - მისი ზომის სახელურებიან სკამზე, რათა თავი დაცულად იგრძნოს.
  • თუ ბავშვი კალთაში ან ხელში გყავთ, მაგალითად, ისე, როგორც მაშინ, როცა რძით კვებავდით, ის კვლავ თბილი რძის ნაკადს მოელის და მყარი საკვები მისთვის არასასურველი იქნება.

უჩვენეთ, როგორ ჭამოს დამოუკიდებლად

  • კოვზზე მოათავსეთ მცირე რაოდენობის საკვები, მაგალითად, ვაშლის პიურე ან სტაფილოსი, და ტუჩებთან მიუტანეთ, რომ თავად იგრძნოს გემო.
  • შესთავაზეთ მრავალფეროვანი გემოები. საკვები არ უნდა იყოს უგემური, ბავშვებს მრავალფეროვანი გემოები მოსწონთ, როდესაც მათ შეეჩვევიან.
  • ჭამის დროს მაგიდაზე, ცალკე თეფშზე დაუდეთ საკვები ნაჭრებად, რომელსაც თითებით აიღებს, მაგალითად, ხილის პატარა ნაჭრები, რათა მან ადვილად მოახერხოს მათი პირთან მიტანა და დამოუკიდებლადაც იკვებოს, სანამ თქვენ კოვზით აჭმევთ.
  • როგორც კი თქვენი შვილი შეეჩვევა სხვადასხვა გემოს და შეძლებს თითებით საკვების პირში ჩადებას, შესთავაზეთ დამატებითი კოვზი. მას შეუძლია თავისი კოვზი ჩაყოს ხილის პიურეში ან ბოსტნეულში და სცადოს პირთან მიტანა. ამავდროულად, შეგიძლიათ გააგრძელოთ მეორე კოვზით კვება, რათა რაღაც საკვები მაინც მიირთვას გარანტირებულად.
  • ახლოს იქონიეთ წყალი - როდესაც კოვზი იატაკზე დაუვარდება ან დააგდებს, უცებ რომ შეძლოთ მისი გარეცხვა და უკან დაბრუნება.
  • როგორც კი თქვენი შვილი კოვზის გამოყენებას შეძლებს და უფრო მყარი საკვების მისაღებად იქნება მზად, შესთავაზეთ ჩანგალი, რადგან ის ჩასარჭობად და მოსაჭიდებლად ბევრად მოსახერხებელია.

მიეცით დრო

  • ნუ შეშინდებით, თუ თქვენი შვილი მანჭვას დაიწყებს. თავიდან მისთვის ყველაფერს უცნაური გემო ექნება, თუ აქამდე მხოლოდ რძეს სვამდა.
  • თქვენს შვილს დრო დასჭირდება, რომ ხელი კარგად აკონტროლოს და კოვზიც წარმატებით მიიტანოს პირამდე, თუმცა თუ მომთმენი იქნებით და ყოველთვის მისცემთ მას საშუალებას, დამოუკიდებლად სცადოს, ის თანდათან დაეუფლება ამას და დამატებითი კოვზით დახმარებაც შეგიძლიათ შეწყვიტოთ.

This content is blocked because Video cookies have not been accepted.
Only Accept Video Cookies