საფენებიდან ტრუსებსა და შარვლებზე გადასვლა

მოამზადეთ გარემო უმტკივნეულო გადასვლისთვის

  • აბაზანაში მოათავსეთ ბავშვის ზომის ღამის ქოთანი, რათა თქვენმა შვილმა მასა და მის ფუნქციას შორის სწორი კავშირის დამყარება დაიწყოს.
  • მიეცით საშუალება თქვენს შვილს, ხელი მიუწვდებოდეს სუფთა საცვლებთან, სასურველია, ისინი იყოს კალათაში ან კარადაში პატარა ქოთანთან (უნიტაზ-სკამთანქოთანთან) ახლოს.
  • მოამზადეთ კონტეინერი მცირე რაოდენობით წყლით და თავსახურით, სველი შარვლებისთვის.
  • იატაკის გასაწმენდად გქონდეთ ბავშვის ზომის ტილო ან იატაკის ტილო.
  • იქონიეთ სკამი, რომელიც დაბალი სავარძლის ფუნქციას შეასრულებს საცვლების გამოცვლისას და რომელზეც დადგება ნიჟარასთან მისასვლელად ხელების დაბანისას.
  • პირსახოცი და ტილო დაბალ სამაგრზე ან კაუჭზე დაკიდეთ, რომ ბავშვი ადვილად მისწვდეს.

ჩართეთ თქვენი შვილი პროცესში, რომ იცოდეს, რა გააკეთოს

  • როდესაც ბავშვი გამოსაცვლელ მაგიდაზე აქეთ-იქით ტრიალს დაიწყებს, ეს იმის სიგნალია, რომ მზადაა გადავიდეს სავარჯიშო ტრუსებზე, რომლის ჩაცმა-გახდაც ვერტიკალურ მდგომარეობაშია შესაძლებელი.
  • ახლა ეცადეთ, ბავშვს ყოველთვის აბაზანაში გამოუცვალოთ, რათა გაძლიერდეს კავშირი შარდის გამოყოფას, სველ საცვლებსა და აბაზანას შორის.
  • დაუდგით ბავშვს ღამის ქოთანი და შესთავაზეთ, დღის განმავლობაში რეგულარული ინტერვალებით დაჯდეს მასზე.
  • 12-დან 18 თვემდე ასაკში თქვენი შვილი იგრძნობს შინაგან დაჭიმულობას, რომელიც შარდის გამოყოფას მოასწავებს, და ეს იქნება პირველი ნაბიჯი, დროულად დაჯდეს ქოთანზე. ამ დროს უკვე შეგიძლიათ ტრუსების გამოყენება.
  • ჩართეთ ბავშვი გამოცვლის პროცესში, შესთავაზეთ, სველი შარვალი შესაბამის კონტეინერში მოათავსოს და მშრალი მოძებნოს. ეს მას დაეხმარება, უკეთ გააცნობიეროს საკუთარი სხეულის რეაქციები და ისწავლოს ტუალეტში სიარული.
  • მას იატაკის გაწმენდაც მოეწონება, როდესაც ქოთნამდე დროულად ვერ მიასწრებს.

მიეცით დრო

  • საფენებიდან საცვლებზე გადასვლა გაცილებით სწრაფად ხდება და უფრო ადვილია, როდესაც ამას ადრე დაიწყებთ. თქვენს შვილს მაინც დასჭირდება დრო, რომ სრულად შეინარჩუნოს სიმშრალე. ამიტომ მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ყოველი შემთხვევა, როცა ვერ ასწრებს დროულად ქოთანთან მისვლას, ბავშვისთვის საჭირო უკუკავშირის მექანიზმის კიდევ ერთი მაგალითია.