შექმენით პირობები, რომ ბავშვმა იოლად დაიძინოს დამოუკიდებლად

  • ბავშვს უნდა ჰქონდეს თავისი საკუთარი საწოლი თავის სივრცეში. თუ ყოველთვის ერთსა და იმავე ადგილას აწვენთ დასაძინებლად, ის ამ ადგილს ძილს დაუკავშირებს.
  • დაბალი საწოლი ეხმარება თქვენს ბავშვს, აკონტროლოს დაძინების პროცესი, რადგან შეუძლია საწოლში შეძრომა, როცა დაიღლება, და იცის, რომ შეუძლია ისევ ჩამოძვრეს, როცა გამოიძინებს. ეს წინაღობების არარსებობა ნებისმიერ დაბრკოლებას გაცილებთ, რომლის გამოვლენაც მას შეეძლო სხვა შემთხვევაში, საწოლში დასაძინებლად ჩაწვენისას.

დაეხმარეთ ბავშვს, დაამყაროს კავშირი თავის სივრცესთან, როგორც საძილე ადგილთან

  • ბავშვმა რომ საწოლი ძილთან დააკავშიროს, მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს ერთადერთი ადგილი სახლში, სადაც მას დაძინებას სთავაზობენ.
  • როდესაც ბავშვს ნებას რთავთ, დაიძინოს მისაღებში ან დედის საწოლში, ამით ახანგრძლივებთ მისთვის მის საწოლსა და ძილს შორის კავშირის დამკვიდრებაში.
  • რაც უფრო პატარა ასაკში ეხმარებით ბავშვს ამ კავშირის დამკვიდრებაში, მით უფრო ადვილად გაითავისებს. დაძინების არასწორი ჩვევები მოგვიანებით უფრო ძნელი შესაცვლელია.

დაუთმეთ დრო

  • ბავშვს დრო დასჭირდება იმის შესაგრძნობად, რომ მისი საწოლი არის ადგილი დასაძინებლად, სადაც შეუძლია დამოუკიდებლად დაიძინოს, განსაკუთრებით, თუ ეს ჩვევა თავიდანვე არ გამოუმუშავეთ. იყავით მომთმენი და მტკიცე და დააბრუნეთ ის ყოველ ჯერზე მის საწოლში.