მოძრაობა

დამეხმარე დამოუკიდებლად მოძრაობაში.

მოძრაობა თქვენს შვილს მის გარშემო არსებულ სამყაროსთან აკავშირებს. ის სწავლობს ყველაფრის მეშვეობით, რასაც ხედავს, ეხება, ყნოსავს, გემოს უსინჯავს და ესმის. მის გარშემო არსებული ნივთების შესწავლის შესაძლებლობა ეხმარება მას ტვინში ძალიან მნიშვნელოვანი კავშირების დამყარებაში. თქვენი შვილი მოძრაობისთვის დაიბადა და დაბადების მომენტიდანვე მისი თავისუფლად მოძრაობის ხელშეწყობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისი ინტელექტის განვითარებისთვის.

თქვენს შვილს თავისუფლად გადაადგილების სწავლაში დაეხმარებით, თუ დაიცავთ სამ ძირითად პრინციპს:

მოაწყვეთ გარემო ისეთი ნივთებით, რომლებიც თქვენი შვილის მოძრაობას წაახალისებს.

ასწავლეთ ბავშვებს ამ ნივთების გამოყენება.

მიეცით მას დრო, ისწავლოს გადაადგილება და ივარჯიშოს საკუთარი ტემპისა და რიტმის მიხედვით.

დაბადებიდან 8 თვემდე

დაბადებიდანვე შეგიძლიათ დაეხმაროთ თქვენს პატარას, გაიგოს, როგორ მოძრაობს მისი სხეული. არ არის საჭირო ლოდინი, სანამ ის ხოხვას დაიწყებს.

დააწკაპუნეთ ბმულებზე, რომ მეტი გაიგოთ, თუ როგორ შეიძლება დაეხმაროთ თქვენს პატარას თავისუფლად გადაადგილებაში.

9-დან 12 თვემდე

ჩვილებს აქვთ ბუნებრივი ენერგია, რომელიც დაეხმარება მათ ხოხვისა და სიარულის სწავლაში.

დააწკაპუნეთ ბმულებზე, რომ გაიგოთ, თუ როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი შვილის ბუნებრივი ენერგია და მოტივაცია, რათა დაეხმაროთ მას დამოუკიდებლად ხოხვასა და სიარულში.

12-დან 24 თვემდე

როგორც კი თქვენი ბავშვი სიარულს დაიწყებს, მან რაც შეიძლება მეტი დრო უნდა დაუთმოს ამას.

დააწკაპუნეთ ბმულებზე, რომ გაიგოთ, თუ როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ თქვენს შვილს სიარულში.