მოხერხებული სამოსი სამოძრაოდ
ისეთი სამოსი ჩააცვით ბავშვს, რომ თავისუფლად იმოძრაოს
- ჩააცვით ბავშვს ტანსაცმელი, რომელიც მას არ შეზღუდავს: მაგალითად, მოკლე შორტები ელასტიური წელით ან ელასტიური შარვალი, რომპერი, მხოლოდ, უფეხო, რათა არ დაბრკოლდეს მოძრაობისას. მსუბუქი ქსოვილები ასევე აიოლებს მოძრაობას, ნაცვლად უფრო მჭიდროსი, მაგალითად, ჯინსის ტიპის.
დააკვირდით ბავშვის მოძრაობას იმ სამოსში, რომელიც თქვენ შეურჩიეთ
- თვალი ადევნეთ ბავშვს და თუ რაიმეთი შეწუხებულია, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ტანსაცმელი ზღუდავს მის მოძრაობებს და ეს იყოს გაღიზიანების მიზეზი.
შეცვალეთ სამოსი მოძრაობის განვითარების მიხედვით
- სამოსი, რომელიც შეეფერება ახალშობილს, არ იქნება იმ ბავშვის შესაფერისი, რომელიც ხოხვას იწყებს. ბავშვის ზრდასთან ერთად, იფიქრეთ, როგორი სამოსი შეუწყობს ხელს მის მოძრაობას. მაგალითად, კარგია, თუ მას ხოხვის დროს მუხლების დამცავი რამ ექნება, მაგრამ ეს შეიძლება დაბრკოლება იყოს, როდესაც ის ზურგზე წევს და ფეხების თავისუფლად ქნევას ცდილობს. მისმა ტანსაცმელმა ყოველთვის უნდა შეუწყოს ხელი მოძრაობის იმ დონეს, რომელსაც მიაღწია.
