წაახალისეთ ბავშვი, იაროს


მოაწყვეთ გარემო საჭირო აღჭურვილობებით, რომლებიც დაეხმარება ბავშვს სიარულში
- ბავშვი დაიწყებს სიარულს მხოლოდ მაშინ, როცა მას სათანადოდ ექნება განვითარებული წონასწორობა, მოძრაობის კოორდინაცია, ძალა და რწმენა იმისა, რომ მზადაა სიარულისთვის. შეგიძლიათ შესთავაზოთ ნივთები, რომლებიც დაეხმარება წონასწორობის განვითარებაში.
- ურიკა ან სასიერნო ეტლი, რომელიც დამატებით არის დამძიმებული, რათა წინისკენ მიაწვეს და არა ქაჩოს, საკმარისად მყარი, რომ ბავშვი ფეხზე მდგომი მოეჭიდოს და მყარად იდგეს, მიწოლისას არ დაეცეს და არც ეტლი ან ურიკა იყოს სწრაფი, რომ ხელებიდან არ გაუსხლტეს და არ დავარდეს საყრდენის გარეშე დარჩენილი. შეგიძლიათ ურიკა დაამძიმოთ პატარა ჩანთით, რომელშიც კარტოფილი ეყრება.
- იპოვეთ უსაფრთხო ადგილი, სადაც შეძლებს კიბეზე ასვლაში ვარჯიშს.
უჩვენეთ ბავშვს, როგორ გააკეთოს
- შესაძლოა, დაგჭირდეთ მისი დახმარება, როცა სამყაროს სწავლობს და პირველ ნაბიჯებს დგამს. მიეცით საშუალება ის გააკეთოს, რაც გამოსდის, და უჩვენეთ, როგორ გააკეთოს ის, რაც ჯერ არ გამოსდის. მაგალითად, არ გაუჭირდება კიბეზე ასვლა, მაგრამ უნდა უჩვენოთ, როგორ მოტრიალდეს, რომ კიბეზე უკან ჩამოვიდეს, დაეხმაროთ ფეხის გაჭიმვაში, რომ ქვედა საფეხურს მისწვდეს.
მიეცით დრო
- ბავშვს დასჭირდება დრო, რომ გამოაწრთოს მოძრაობები, სანამ მყარად დაიწყებს სიარულს. იყავით მომთმენი და მიეცით განუსაზღვრელი დრო პრაქტიკისთვის, ნუ აჰყვებით ცდუნებას, წარამარა წამოაყენოთ ფეხზე და ისე გააკეთოთ, რომ ის მხარდაჭერით დადიოდეს.

