ხშირად დასმული შეკითხვები ხოხვასა და სიარულზე

შიშები ბავშვის გამო, რომელიც ჯერ არ დადის
ჩემი შვილი ერთი წლისაა, თუმცა ჯერ არც ცდილობს სიარულს. ჩემი მეგობრის შვილი უკვე კარგად დადის. ჩემს შვილს რამე სჭირს?
დიახ, ზოგიერთი ბავშვი წლიდან იწყებს სიარულს, ზოგი - 6 თვიდან, ვიღაც - 16 თვიდან. ეცადეთ არ დააჩქაროთ ბავშვის ბუნებრივი განვითარება და არ გამოიყენოთ აღჭურვილობები ამის დასაჩქარებლად და სიარულის სასწავლად. სიარული მიიღწევა თავად ბავშვის მიერ გამოვლენილი ძალისხმევით და ნუ დააჩქარებთ ამ უნარის ათვისებას, შემეცნების მნიშვნელოვანი სტადიის გამოტოვებით. მოტორიკის განვითარება მთელ მსოფლიოში ერთი და იმავე წესებით ხდება და ყველა ბავშვი ამა თუ იმ მოტორულ უნარს ერთი და იმავე თანმიმდევრულობით იძენს. ხშირად ბავშვები, რომლებიც სიამოვნებით სხედან და აკვირდებიან, უფრო განვითარებულნი არიან მეტყველების კუთხით. ზოგი უფრო აქტიურია, სხვა - უფრო ფრთხილი. ბევრ მშობელს უკვირს, როცა ბავშვი პირველ ნაბიჯებს დგამს, რატომ არ იწყებს სიარულს. სიარული მძიმე შრომაა, ხოხვა გაცილებით ადვილია.
უსაფთხოა თუ არა ჩემი სახლი ბავშვისთვის?
ხომ არ არის საშიში, ბავშვს სახლში სრული თავისუფლება მივცე?
თუ თავიდანვე მიეცით ბავშვს გადაადგილების თავისუფლება, მას განუვითარდება საკუთარი სხეულისა და იმ სივრცის აღქმა, რომელშიც მოძრაობს. თუ ის მუდმივად მოძრაობს, ის მალევე დაიწყებს საკუთარი შესაძლებლობებისა და შეზღუდვების გააზრებას. თუ არსებობს სივრცეები, რომლებიც მისთვის განსაკუთრებით საშიშია, მაგალითად, კიბეები, დაეხმარეთ მას ამ სივრცეების ათვისებაში, მიეცით საშუალება, თავად ავიდეს და ჩამოვიდეს, ოღონდ ისე იდექით, რომ საჭიროების შემთხვევაში დაეხმაროთ. ნუ აჰყვებით ცდუნებას, მუდმივად ხელით აიყვანოთ და ჩამოიყვანოთ კიბეებზე, ამით მხოლოდ აფერხებთ ამ საჭირო უნარის ათვისებას. რაც უფრო ადრეულ ასაკში ვარჯიშობს ბავშვი, მით უფრო ძლიერი იქნება მისი ცნობიერება.