ხშირად დასმული შეკითხვები სიარულზე

არ არის დრო სეირნობისთვის

სამწუხაროდ, არ მაქვს დრო, რომ ჩემს შვილს ყველგან სიარულის საშუალება მივცე: ეს უბრალოდ არარეალისტურია ჩემთვის და ჩვენი ოჯახისთვის. ჩვენ სულ ვჩქარობთ და არ გვაქვს დრო, ჩვენი პატარა ბავშვის ტემპით ვიმოძრაოთ. რას გვირჩევთ?

რა თქმა უნდა, ჩვენს დროში ადამიანები ძალიან დაკავებულები არიან, მით უმეტეს, ოჯახის ზრდასთან ერთად საქმეებიც იმატებს. არარეალისტურია მოლოდინი, რომ ყველგან ვისეირნებთ - ხშირად დიდი მანძილები ძალიან სწრაფად უნდა გადავკვეთოთ. თუმცა უნდა გამოიჩინოთ ძალისხმევა და იპოვოთ დრო და შესაძლებლობა ბავშვთან ერთად სასეირნოდ. ეს არ არის ის დრო, როცა სწრაფად უნდა მიხვიდეთ А პუნქტიდან В პუნქტამდე. ეს უნდა იყოს დრო, როცა ბავშვს მის საკუთარ ტემპში სეირნობის საშუალებას მისცემთ. როცა ბავშვი დადის, მისი მიზანი არ არის А პუნქტიდან В პუნქტამდე მისვლა, ის თავისი ტემპით იკვლევს საგნებს, რომლებიც გზად ხვდება. გამოძებნეთ დრო სასეირნოდ და მიეცით უფლება, თავად დაადგინოს რიტმი, გაჩერდეს, როცა უნდა, შეხედოს, რასაც უნდა და იაროს იმ მანძილზე, რაც მას სურს.