მოაწყვეთ გარემო, რომელშიც თქვენი ბავშვი თავისუფლად იმოძრავებს გაღვიძებისთანავე.
- დაბალი საწოლი, იატაკთან ახლოს, მატრასის მსგავსად - ეს არის ადგილი, საიდანაც ბავშვი შეძლებს სამყაროს დანახვას საბავშვო საწოლის რიკულების სახით შექმნილი დაბრკოლებების გარეშე. როცა თქვენს შვილს ასეთ საწოლზე ეძინება სიცოცხლის პირველ სამ წელს, თავისუფლად იმოძრავებს, ადგება და დაწვება დასაძინელად, საკუთარი რიტმის შესაბამისად.
- მის ოთახში დაბალ თაროებზე მოათავსეთ რამდენიმე სათამაშო და წიგნი, რათა თავისუფლად შეძლოს მათი აღება.
- დარწმუნდით, რომ ოთახი უსაფრთხოა, ყველა ელექტრო როზეტი დაფარულია, ელექტრო ნათურები და ფარდების თოკები არ არის საფრთხის შემცველი და ავეჯი მყარია, არ გადმოყირავდება მასზე მოჭიდებისას ან მოზიდვისას.
დაეხმარეთ ბავშვს, მიეჩვიოს ამ საწოლს, როგორც დასაძინებელ ადგილს
- ყოველ ჯერზე, როცა ბავშვს ძილი მოუნდება ან ძილის დრო იქნება, დაბალ საწოლზე დააწვინეთ, ისე, რომ მისთვის ეს საწოლი ასოცირდეს ძილისთვის განკუთვნილ ადგილთან. ეცადეთ არ არწიოთ საქანელაზე, ეტლში ან კალთაში, რადგან ეს მას რწევაზე დამოკიდებულს გახდის და სხვაგვარად გაუჭირდება დაძინება.
- მიეცით უფლება, ჩამოცოცდეს საწოლიდან, როცა გაიღვიძებს და ითამაშოს იმ სათამაშოებითა და წიგნებით, რომლებიც მის ოთახში განათავსეთ. ეს მას მიანიჭებს განცდას, რომ თავად აკონტროლებს თავის ძილს და განუვითარებს ჩვევას, დამოუკიდებლად დაწვეს დასაძინებლად, როცა დაიღლება და გაირთოს თავი, როცა გაიღვიძებს. თუ ბავშვი ჩვეულებრივ საწოლში წევს, სადაც ვერაფრით თამაშობს და ვერ ერთობა, ისღა დარჩენია, იტიროს და იყვიროს, რომ ვინმე მივიდეს და ამოიყვანოს იქიდან.
გამოყავით დრო, რათა განუვითაროთ ბავშვს დასაძინებლად დაწოლის ჩვევა
- ნუ ფიქრობთ, რომ რადგან თქვენ გადაწყვიტეთ, რომ ძილის დროა, ბავშვი მშვიდად დაიწყებს დაძინებას თავის დაბალ საწოლზე. შეიძლება, თავიდან იტიროს და გადმოცოცდეს კიდეც იქიდან, სანამ დაიძინებს. თუმცა, თუ თანმიმდევრული იქნებით, მუდმივად შესთავაზებთ დაბალ საწოლს, როგორც ადგილს ძილისთვის, ძილის წინ კი ბავშვი შეძლებს თავისი სათამაშოებით თამაშს, ნახავთ, რომ ნელ-ნელა თავად დაიწყებს დაწოლას დასაძინებლად, როცა დაიღლება, და როცა გაიღვიძებს, კარგად გამოძინებული, სიხარულით შეუდგება ისევ თამაშს.
