საყრდენები დგომისთვის

This content is blocked because Video cookies have not been accepted.
Only Accept Video Cookies
This content is blocked because Video cookies have not been accepted.
Only Accept Video Cookies

მეტი ვიდეოს სანახავად ეწვიეთ მაიკლ ოლაფს

მოაწყვეთ გარემო ისე, რომ უსაფრთხო იყოს თქვენი შვილისთვის, რომელიც მის შესწავლას შეუდგება, და თქვენც მშვიდად ადევნოთ თვალი და გაიხაროთ მისი წინსვლით

მზად იყავით, როცა ბავშვი დაიწყებს ხოხვას და სიარულს:
  • კედელზე მიამაგრეთ დაახლოებით ხუთი სანტიმეტრის დიამეტრის ძელი, რომ ბავშვმა საკუთარი თავის აზიდვაში ივარჯიშოს.
  • ბავშვის სიახლოვეს მოათავსეთ მყარი დაბალი ტაბურეტები, რომ წამოდგომისას საყრდენად გამოიყენოს. მოაცილეთ არამყარი მაგიდები და სკამები, რომლებიც შეიძლება ზედ დაეცეს, მათზე მოჭიდებისას.
  • ნივთები, რომლებითაც შეუძლია ბავშვს თამაში, დაბალ თაროებზე დააწყვეთ, ხოლო რომლებითაც არ ღირს თამაში, მისთვის მიუწვდომელ ადგილას დადეთ.
  • დააყენეთ საბავშვო საკეტები ისეთი კარადების კარებზე, რომლებიც ბავშვმა არ უნდა გააღოს.

უჩვენეთ ბავშვს, როგორ გააკეთოს ეს

  • დაეხმარეთ იმის გაგებაში, თუ როგორ გამოიყენოს ძელი, უჩვენეთ, როგორ მოეჭიდოს მას ხელებით.
  • შესთავაზეთ ტაბურეტი ან თქვენი ხელი, რომ მას დაეყრდნოს და წამოდგეს, წამოიწიოს, როცა ხედავთ, რომ სურს წამოდგომა რაიმეს გასაკეთებლად ან უკეთ დასანახად.

მიეცით დრო

  • მიეცით ბავშვს საშუალება, თავად სცადოს წამოდგომა, საგნებზე დაყრდნობით, იმის ნაცვლად, რომ თავად წამოაყენოთ ხელით. ის უფრო სწრაფად ისწავლის, თუ თავად გამოიჩენს ძალისხმევას.