მოაწყვეთ გარემო, რომელშიც ბავშვს წაახალისებს, მეტად იმოძრაოს
სათამაშო მატრასზე მოათავსეთ საინტერესო ნივთები - ისე, რომ ისინი არ იყოს უშუალოდ ბავშვის მისაწვდომ მანძილზე. ყველაზე უკეთ გამოდგება ნივთები, რომლებსაც ბავშვი იოლად მოჭიდებს ხელს: მაგალითად, ნაქსოვი ან ნაჭრის ბურთები, რომლებიც ნელა გორავს. ბურთები მყარი ზედაპირით უფრო სწრაფად გაუგორდება, როგორც კი შეეხება, და ვერ მოეჭიდება.
წაახალისეთ, მიწვდეს ნივთებს
ნივთები განათავსეთ ისე, რომ უცებ ვერ მიწვდეს: ასე მას მოუნდება, ხელი გაიწვდინოს, გახოხდეს, თავს უბიძგოს ნივთის მიმართულებით. როცა საგნები ზედმეტად შორს არის მისგან, ცოტა ახლოს მისწიეთ ბავშვი. ეს მას დაეხმარება, აგნის მოწვდენისა და დაჭერის მცდელობისას სცადოს ხოხვის სხვადასხვა მეთოდი, სანამ ბოლოს და ბოლოს არ დაიწყებს მუცლიდან ზურგზე გადაბრუნებას და პირიქით.
მიეცით დრო
დაე ბავშვმა ცოტა იწვალოს და ბევრჯერ სცადოს, რომ მისწვდეს ნივთს. ნუ აჰყვებით ცდუნებას და ნუ შეაწყვეტინებთ მცდელობებს, ნუ ჩაუდებთ ნივთს ხელში. მან უნდა გამოიჩინოს ძალისხმევა და არა თქვენ.

