სათამაშოები მოძრაობის წასახალისებლად

მოაწყვეთ გარემო, რომელიც წაახალისებს თქვენს შვილს, რომ იხოხოს

  • ახლა, როცა ბავშვი მეტ დროს ატარებს ხალიჩაზე, შესთავაზეთ რეზინის ან ხის ბურთები, რომლებიც უფრო სწრაფად გორავს, ვიდრე ქსოვილის, დაახლოებით - ბორბლებიანი მანქანებივით.

წაახალისეთ, მისწვდეს მათ

  • ნივთები ცოტა უფრო მოშორებით განათავსეთ, რომ იძულებული გახდეს, წინ გაიჭიმოს და იხოხოს, რათა მათ მისწვდეს.

მიეცით დრო

  • წაახალისეთ, დამოუკიდებლად გადაადგილდეს სათამაშოსკენ. ნუ აჰყვებით ცდუნებას, ნუ შეაწყვეტინებთ მცდელობებს და ნუ ჩაუდებთ ხელში სათამაშოს. თუ თავად გამოიჩენს ძალისხმევას, ხოხვას ისწავლის.